სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

კბილების ჰიპერესთეზია - კბილების ტაქტილური და ტკივილის შეგრძნების გაძლიერება.

პათოგენეზი უკავშირდება მინანქრის განვლადობის და კბილის რეცეპტორული აპარატის მიერ ტკივილის აღქმის მომატებას, ამასთან მაგარი ქსოვილები დაუზიანებელია.

სიმპტომები. მკვეთრად გამოხატული მგრძნობელობა ტემპერატურულ, ქიმიურ და ფიზიკურ გამაღიზიანებლების მიმართ. კბილები ჩვეულებრივ ინტაქტურია. ჰიპერესთეზია, როგორც სიმპტომი აღინიშნება ასევე პათოლოგიური ცვეთის, კბილის ყელის გაშიშვლებისას, პაროდონტის დაზიანების, კარიესისა და კბილების სხვა დაზიანებების დროს.

მკურნალობა: კბილების დამუშავება ფთორიდებით, უმჯობესია ფთორიანი ლაქით და სხვა რემინერალიზებადი პრეპარატებით. გამოიყენება ელექტროფორეზი ნატრიუმის ფთორიდით და სხვ. შიგნით მისაღებად ინიშნება კალციუმი და ფოსფორი.
პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა – კბილების რაციონალური მოვლა; მნიშვნელოვანია კბილთა რიგის დეფექტების დროული ჩანაცვლება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

გაფრთხილება!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

__________________________________

გადასვლა გვერდზე:  ,,სტომატოლოგია”

Viewed 863 times by 488 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka