ემალის ჰიპოპლაზია enamel hypoplasia
ემალის ჰიპოპლაზია – კბილის მინანქრის განუვითარებლობა.
ემალის ჰიპოპლაზია – პათოგენეზი. ემალობლასტების ფუნქციის დათრგუნვა კბილების ფორმირების პერიოდში. ცნობილია ასევე გენეტიკურად დეტერმინებული ფორმებიც.
ემალის ჰიპოპლაზია – სიმპტომები. კბილების მინანქრის სხვადასხვა ფორმის ლაქები და დეფექტები. ზიანდება სიმეტრული კბილები. სუბიექტური შეგრძნებები არ
აღინიშნება. დაავადება არ პროგრესირებს. მკურნალობა საჭირო არ არის. კბილების დამახინჯებისას კეთდება მიკროპროთეზირება.
ემალის ჰიპოპლაზია – პროგნოზი. დეფექტები სტაბილურია, გართულებებს არ იწვევენ. დაზიანებული კბილები ადვილად ავადდებიან კარიესით; პროფილაქტიკა შემუშავებული არ არის.
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.