გლოსალგია

გლოსალგია glossalgia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

გლოსალგია ენის ჰიპერესთეზია და პარესთეზია. მისი წარმოშობა უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ჰორმონულ გადახრებსა და ცვლილებებს ფსიქოემოციურ სფეროში. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ენის გაღიზიანებას კარიესული კბილის ღრუს ბასრი ნაპირით, კბილის ფესვით, კბილის პროთეზით და სხვ. გვხვდება ასევე როგორც კონტაქტური ალერგიის გამოვლინება საბჟენი და კბილის საპროთეზო მასალების მიმართ.

გლოსალგია სიმპტომები. არასასიამოვნო წვის, მოწეწკვის შეგრძნებები ენის წვერზე ან ძირში, ხშირად ერთ მხარეზე. ეს შეგრძნებები წარმოიქმნება საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად, საღამოს საათებში. ზოგჯერ აღინიშნება ტუჩებისა და პირის ღრუს ლორწოვანის სხვა უბნებისა და სახის კანის პარესთეზიები, პირის სიმშრალე. დაავადებას ახლავს კანცეროფობია. გამოხატული ცვლილებები ენის ლორწოვანზე არ აღინიშნება. დაავადების დასაწყისი ხშირად დაკავშირებულია პირის ღრუში სხვადასხვა სამედიცინო ჩარევებთან (კბილის ექსტრაქცია, დაბჟენა, პროთეზირება და სხვ.). ზოგჯერ ჩივილი ჩნდება ავადმყოფის მიერ ენის რაიმე ანატომიური თავისებურების აღმოჩენის შემდეგ.

გლოსალგია მკურნალობა მკაცრად ინდივიდუალურია და ეყრდნობა ავადმყოფის გამოკვლევის მონაცემებს. აუცილებელია ენის გამაღიზიანებელი ფაქტორის მოხსნა. ინიშნება პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ ნერწყვის გამოყოფას, მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპია. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

 

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები