სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

ყბის ოსტეომიელიტი – ინფექციური ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი, რომელიც ვითარდება ყბის ძვალში და მის გარემომცველ ქსოვილებში. განასხვავებენ ჰემატოგენურ, ტრავმულ და ოდონტოგენურ ოსტეომიელიტს.

ოდონტოგენური ოსტეომიელიტის ეტიოლოგია – კბილის ფესვის არხებისა და კბილ-ღრძილის ჯიბეების მიკროფლორა (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ანაერობები).

პათოგენეზი დაკავშირებულია ძვლოვან ქსოვილებზე ანთებითი პროცესის გავრცელებასთან. პაროდონტიდან ინფექცია აღწევს ლიმფური ძარღვებითა და ძვლოვანი არხებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე ოსტეომილიტის დროს: აღინიშნება თავისთავადი პულსირებადი ტკივილი ყბაში, თავის ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურის მომატება 400 C-მდე. ვლიდება დაზიანებული კბილი ნეკროზული პულპით (შესაძლოა დაბჟენილი); იგი და მასთან მომიჯნავე კბილები მკვეთრად მტკივნეულია, მოძრავია. ავადმყოფს სახე შეშუპებული და ასიმეტრიული აქვს, გარდამავალი ნაოჭი ჰიპერემიული და გადასწორებულია; ლიმფური კვანძები გადიდებული, მტკივნეულია. ოსტეომიელიტი რთულდება აბსცესით, ფლეგმონით. სისხლში აღინიშნება  ლეიკოციტოზი, ედს-ი მომატებულია. ზოგადი მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა.

მკურნალობა ქირურგიულია – კბილის ამოღება, ძვისსაზრდელას ქვეშა აბსცესის, ფლეგმონის გაკვეთა. ინიშნება ფართო სპექტრის ანტიობიოტიკები, ვიტამინი C, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ანალგეტიკებიდა სხვ.

პროგნოზი დამოკიდებულია დროულად ჩატარებულ მკურნალობაზე და ორგანიზმის რეზისტენტობაზე. ხშირად პროცესი ღებულობს ქრონიკულ მიმდინარეობას.

ქრონიკული ოსტეომიელიტის სიმპტომებია – ალვეოლარული მორჩის ლორწოვან გარსზე, ასევე სახისა და კისრის კანზე ფისტულების წარმოქმნა  ჩირქოვანი გამონაყოფითა და გრანულაციებით; კბილები მორყეული და მტკივნეულია, სახე ასიმეტრიულია. რეტგენოლოგიურად ვლინდება ძვლოვანი სეკვესტრები. დაავადებას ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა – თვეები, წლები; ხშირია გამწვავებები. ზედა ყბაზე პროცესი  შესაძლოა გართულდეს ჰაიმორიტით, სახის ვენების თრომბოფლებიტით. შესაძლებელია ქვედა ყბის პათოლოგიური მოტეხილობა.

მკურნალობა. დაზიანებული კბილების ამოღება; პატარა სეკვესტრების მოცილება ხდება ფისტულის გასავლებიდან, ხოლო დიდი სეკვესტრების დროს ტარდება სეკვესტროტომია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

გაფრთხილება!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

__________________________________

გადასვლა გვერდზე:  ,,სტომატოლოგია”

Viewed 851 times by 456 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka