ლალი დათეშიძე
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
სტომატიტი – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, მათ შორის მწვავე ინფექციური (წითელა, დიფთერია, ქუნთრუშა), კანის (წითელი ბრტყელი ლიქენი, ექსუდაციური ერითემა და სხვ.), სისხლის (ლეიკოზი, აგრანულოციტოზი, ჰიპერქრომული ანემია და სხვ.) დაავადებების, ავიტამინოზების დროს.
აფთოზური სტომატიტი
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეპითელის ჩანასახოვანი შრის დაზიანება ჰერპესის ვირუსით. განპირობებულია იმუნოლოგიური დაცვის დაქვეითებით; განიხილება ასევე, როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სისტემური დაზიანების გამოვლინება. ავადდებიან უპირატესად ბავშვები.
სიმპტომები. მოთენთილობა, ნერწყვდენა, საკვებზე უარის თქმა, პირის ღრუს ლორწოვანის ჰიპერემია, ლოყებზე, ენაზე, ტუჩებზე, სასაზე აფთების წარმოქმნა – მრგვალი ფორმის მტკივნეული ელემენტები, მოთეთრო-რუხი ნადებითა და მკაფიო წითელი ქობით. სხეულის ტემპერატურა მატულობს 400 C-მდე. ლიმფური კვნძები გადიდებული, მტკივნეულია. მძიმე ფორმების დროს აფთები ერწყმიან ერთმანეთს და წყლულდებიან. დაავადება გრძელდება 7 -14 დღე. აღინიშნება სრული გამოჯანმრთელება; იმუნიტეტი არამყარია.
ქრონიკული მორეციდივე სტომატიტი – ლოყების, ტუჩების, ენის, პირის ღრუს ფსკერის ლორწოვანზე ვითარდება პერიოდული გამონაყარი ერთი ან რამდენიმე ელემენტის სახით (აფთები). ინტერმისიების ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ჩივილები დამოკიდებულია აფთების ლოკალიზაციაზე. განვითარების ციკლი დაახლოებით 3-4 კვირაა. გამონაყარი რეციდივებს იძლევა მრავალი წელი.
მკურნალობა სიმპტომატურია;
პროგნოზი. აფთები ქრება შედარებით სწრაფად. ანტირეციდივული მკურნალობა ყოველთვის ეფექტური არ არის.
პროფილაქტიკა. ქრონიკული ანთებითი კერების ლიკვიდაცია; ორგანიზმისა გაკაჟება.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
გაფრთხილება!
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
______________________________________________
გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია”
…
Viewed 9127 times by 4783 viewers



