Tag Archives: აფთები

აფთოზური სტომატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აფთოზური სტომატიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეპითელის ჩანასახოვანი შრის გაღიზიანება ჰერპესის ვირუსით. განპირობებულია იმუნოლოგიური დაცვის დაქვეითებით; განიხილება ასევე როგორც კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სისტემური დაზიანების გამოვლინება. ავადდებიან უპირატესად ბავშვები. სიმპტომები: მოთენთილობა, ნერწყვდენა, საკვებზე უარის თქმა, პირის ღრუს ლორწოვანის ჰიპერემია, ლოყებზე, ენაზე, ტუჩებზე, სასაზე აფთების წარმოქმნა –

Read More

აფთები

აფთები – aphthae დამოუკიდებელი დაავადება, ან რაიმე მწვავე დაავადების (თურქული, კუჭ – ნაწლავის დაავადებები) გართულება; წარმოადგენს მტკივნეულ, ზედაპირულ, პატარა მოყვითალო წყლულებს პირის ღრუს, იშვიათად კი საშოს ლორწოვანზე. პირის ღრუს აფთებისათვის დამახასიათებელია ტკივილი, გაძლიერებული ნერწყვდენა, ყლაპვისა და ღეჭვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების შეშუპება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი