სქური

სქურის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ შესაბამისი  გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში ან ფეის-ჯგუფში “საქართველოს კურორტები” ( აუცილებელია გაწევრიანდეთ მითითებულ ჯგუფში) >>> 

სქური – ადმინისტრაციული მდებარეობა – წალენჯიხის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – ეგრისის ქედის (მთავარი კავკასიონის სისტემა) მთისწინეთი, რომელსაც სამხრეთიდან კოლხეთის დაბლობი ეკვრის (მდ. ჭანისწყლის ხეობა). სიმაღლე ზღვის დონიდან – 450-500 მ. რელიეფი – პლატოსებრი ვაკე. კლიმატი – სუბტროპიკული სარტყლის დაბალი მთის ზონა. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,60C. ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 230C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1800-2000 მმ. წლიური საშუალო ფარდობითი ტენიანობა – 74%. მზის ნალექების ხანგრძლივობა წელიწადში – 1943-2316 საათი
სქური – ფლორა – ფოთლოვანი (მუხა, რცხილა, იფანი, წიფელი და სხვ.) ტყეები
სქური – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ქლორიდულ – სულფატურ, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,7 გ/დმ3
სქური – მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია... >> საქართველოს კურორტები

.

.