ლალი დათეშიძე
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ნაწლავური დისბაქტერიოზი – სინდრომი, რომელიც ხასიათდება ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევით. თუკი ჯანმრთელ ადამიანებში წვრილი და მსხვილი ნაწლავების დისტალურ ნაწილებში სჭარბობენ ლაქტობაქტერიები, ანაერობული სტრეპტოკოკები, ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკები და სხვა მიკროორგანიზმები, დისბაქტერიოზის დროს წონასწორობა ამ მიკროორგანიზმებს შორის ირღვევა, უხვად ვითარდება ლპობითი ან დუღილის ფლორა, სოკოები, უპირატესად Candida – ს ტიპის, ნაწლავებში ვლინდება მიკროორგანიზმები, რომლებიც ნორმის დროს მისთვის დამახასიათებელი არ არის, მიკრობთა დიდი რაოდენობა იმყოფება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილიში და კუჭის შიგთავსში. აქტიურად ვითარდება პირობით – პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც ჩვეულებრივ ვლინდება მცირე რაოდენობით ნაწლავის შიგთავსში, ნაწლავის ჩხირის არაპათოგენური შტამების ნაცვლად (ეშერიხიები) ხშირად ვლინდება მისი პათოგენური შტამები. ამგვარად დისბაქტერიოზის დროს აღინიშნება მიკრობული ასოციაციების რაოდენობირივი და თვისებრივი შემადგენლობის ცვლილებები კუჭ – ნაწლავის ტრაქტში (მიკრობული პეიზაჟი).
ეტიოლოგია და პათოგენეზი. მიზეზები შესაძლოა იყოს ანტიბიოტიკების ხანგრძლივი, არაკონტროლირებადი მიღება, განსაკუთრებით ფართო სპექტრის, რომლებიც თრგუნავენ ნორმალურ ნაწლავურ მიკროფლორას და ხელს უწყობენ იმ მიკროორგანიზმების განვითარებას, რომლებიც მდგრადნი არიან ამ ანტიბიოტიკებისადმი. დისბაქტერიოზის დროს ირღვევა ნაწლავის მიკროფლორის ანტაგონისტური აქტივობა პათოგენური და ლპობითი მიკროორგანიზმების მიმართ.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია დისპეფსია, მადის დაქვეითება, უსიამოვნო გემო პირში, გულისრევა, მეტეორიზმი, ფაღარათი ან შეკრულობები. განავლოვან მასებს აქვთ მკვეთრი ლპობითი ან მჟავე სუნი. ხშირია ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, აღინიშნება მოდუნება, ქვეითდება შრომისუნარიანობა. დიაგნოზი დასტურდება ფეკალური მიკროფლორის განმეორებითი გამოკვლევებით. დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს საჭიროა განვასხვავოთ დისბაქტერიოზები, რომლებიც ვითარდებიან ანტიბაქტერიული პრეპარატების არარაციონალური მიღებით, სისტემატურად არასწორი კვების შედეგად და დისბაქტეიოზები, რომლებიც თან ახლავს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს. ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპოვიტამინოზები. ნაწლავს დისბაქტერიოზის ზოგიერთი სახეები შესაძლოა გარდაიქმნან გენერალიზებულ ფორმაში (სეფსისი).
მსუბუქ შემთხვევებში მკურნალობა ამბულატორულია, შედარებით მძიმე შემთხვევებში – სტაციონარულ პირობებში. წყვეტენ ანტიბაქტერიული საშუალებების მიღებას, რომელთაც შესაძლოა გამოეწვიათ დისბაქტერიოზი, ინიშნება ზოგადი მასტიმულირებელი და მადესენსიბილიზირებელი თერაპია (ვიტამინები, ანტიჰისტამინური პრეპარატები და ა. შ.). პროფილაქტიკა გულისხმობს ანტიბიოტიკების რაციონალურ დანიშვნას, სრულფასოვან კვებასა და ზოგად მასტიმულირებელ თერაპიას იმ პირებში, რომლებმაც გადაიტანეს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მძიმე ზოგადი დაავადებები.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 2826 times by 1589 viewers



