ნაწლავური დისბაქტერიოზი

ნაწლავური დისბაქტერიოზი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

ნაწლავური დისბაქტერიოზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ნაწლავური დისბაქტერიოზი – სინდრომი, რომელიც ხასიათდება ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევით.
თუკი ჯანმრთელ ადამიანებში წვრილი და მსხვილი ნაწლავების დისტალურ ნაწილებში სჭარბობენ ლაქტობაქტერიები, ანაერობული სტრეპტოკოკები, ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკები და სხვა მიკროორგანიზმები, დისბაქტერიოზის დროს წონასწორობა ამ მიკროორგანიზმებს შორის ირღვევა, უხვად ვითარდება ლპობითი ან დუღილის ფლორა, სოკოები, უპირატესად Candida – ს ტიპის, ნაწლავებში ვლინდება მიკროორგანიზმები, რომლებიც ნორმის დროს მისთვის დამახასიათებელი არ არის, მიკრობთა დიდი რაოდენობა იმყოფება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში და კუჭის შიგთავსში.
აქტიურად ვითარდება პირობით – პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც ჩვეულებრივ ვლინდება მცირე რაოდენობით ნაწლავის შიგთავსში, ნაწლავის ჩხირის არაპათოგენური შტამების ნაცვლად (ეშერიხიები) ხშირად ვლინდება მისი პათოგენური შტამები.
ამგვარად დისბაქტერიოზის დროს აღინიშნება მიკრობული ასოციაციების რაოდენობირივი და თვისებრივი შემადგენლობის ცვლილებები კუჭ – ნაწლავის ტრაქტში (მიკრობული პეიზაჟი).

ეტიოლოგია და პათოგენეზი

მიზეზები შესაძლოა იყოს ანტიბიოტიკების ხანგრძლივი, არაკონტროლირებადი მიღება, განსაკუთრებით ფართო სპექტრის, რომლებიც თრგუნავენ ნორმალურ ნაწლავურ მიკროფლორას და ხელს უწყობენ იმ მიკროორგანიზმების განვითარებას, რომლებიც მდგრადნი არიან ამ ანტიბიოტიკებისადმი. დისბაქტერიოზის დროს ირღვევა ნაწლავის მიკროფლორის ანტაგონისტური აქტივობა პათოგენური და ლპობითი მიკროორგანიზმების მიმართ.

სიმპტომები, მიმდინარეობა

დამახასიათებელია დისპეფსია, მადის დაქვეითება, უსიამოვნო გემო პირში, გულისრევა, მეტეორიზმი, ფაღარათი ან შეკრულობები. განავლოვან მასებს აქვთ მკვეთრი ლპობითი ან მჟავე სუნი. ხშირია ზოგადი  ინტოქსიკაციის ნიშნები, აღინიშნება მოდუნება, ქვეითდება შრომისუნარიანობა.
ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპოვიტამინოზები. ნაწლავს დისბაქტერიოზის ზოგიერთი სახეები შესაძლოა გარდაიქმნან გენერალიზებულ ფორმაში (სეფსისი).

დიაგნოსტიკა

დიაგნოზი დასტურდება ფეკალური მიკროფლორის განმეორებითი გამოკვლევებით. დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს საჭიროა განვასხვავოთ დისბაქტერიოზები, რომლებიც ვითარდებიან ანტიბაქტერიული პრეპარატების არარაციონალური მიღებით, სისტემატურად არასწორი კვების შედეგად და დისბაქტეიოზები, რომლებიც თან ახლავს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს.

მკურნალობა

მსუბუქ შემთხვევებში მკურნალობა ამბულატორულია, შედარებით მძიმე შემთხვევებში – სტაციონარულ პირობებში. წყვეტენ ანტიბაქტერიული საშუალებების მიღებას, რომელთაც შესაძლოა გამოეწვიათ დისბაქტერიოზი, ინიშნება ზოგადი მასტიმულირებელი და მადესენსიბილიზირებელი თერაპია (ვიტამინები, ანტიჰისტამინური პრეპარატები და ა. შ.).

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკა გულისხმობს ანტიბიოტიკების რაციონალურ დანიშვნას, სრულფასოვან კვებასა და ზოგად მასტიმულირებელ თერაპიას იმ პირებში, რომლებმაც გადაიტანეს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მძიმე ზოგადი დაავადებები.


ნაწლავური დისბაქტერიოზი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🦠 ნაწლავური დისბაქტერიოზი – სინდრომი, რომელიც ხასიათდება ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევით
🩺 თუკი ჯანმრთელი ადამიანების წვრილი და მსხვილი ნაწლავების დისტალურ ნაწილებში ჭარბობენ:
✔️ ლაქტობაქტერიები;
✔️ ანაერობული სტრეპტოკოკები;
✔️ ნაწლავის ჩხირი;
✔️ ენტეროკოკები და სხვა მიკროორგანიზმები
⭕️ დისბაქტერიოზის დროს წონასწორობა ამ მიკროორგანიზმებს შორის ირღვევა, უხვად ვითარდება ლპობითი ან დუღილის ფლორა
🔗 ნაწლავური დისბაქტერიოზის მიზეზი შეიძლება იყოს ანტიბიოტიკების ხანგრძლივი, არაკონტროლირებადი მიღება, განსაკუთრებით ფართო სპექტრის, რომლებიც თრგუნავენ ნორმალურ ნაწლავურ მიკროფლორას და ხელს უწყობენ იმ მიკროორგანიზმების განვითარებას, რომლებიც მდგრადნი არიან ამ ანტიბიოტიკებისადმი
💭 დაინტერესდით?
👉 გაიგეთ მეტი ნაწლაავური დისბაქტერიოზის შესახებ – https://bit.ly/3kvun19
#დისბაქტერიოზი #ნაწლავურიდისბაქტერიოზი #დისბაქტერიოზისსიმპტომები #დისბაქტერიოზისმკურნალობა #დაქვეითებულიიმუნიტეტი #ყაბზობა #მოუნელებლობა #კუჭისსპაზმები #შებერილობა #დიარეა #კუჭისაშლილობა #დაღლილობა #თავისტკივილი

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


გაფრთხილება
დათეშიძე ლალიშენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.