სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

დისპეფსია – საჭმლის მონელების უპირატესად ფუნქციური ხასიათის დარღვევების კრებითი ტერმინი, რომელიც ვითარდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობის შედეგად. ალიმენტური დისპეფსია წარმოიქნება ხანგრძლივად არარაციონალური კვების შედეგად. განასხვავებენ დუღილის, ლპობით და ცხომოვან დისპეფსიებს. ლპობითი დისპეფსია უკავშირდება საკვებში ნახშირწყლების ჭარბად გამოყენებას, ასევე მაგ. ბურახის მსგავსი სასმელების მიღებას, რის გამოც ნაწლავში იქმნება გარკვეული პირობები დუღილის ფლორის განვითარებისათვის. ლპობითი დისპეფსია წარმოიქმნება საკვებში უპირატესად ცილოვანი პროდუქტების გამოყენებით, განსაკუთრებით ცხვრის, ღორის ხორცის მიღებით, რომლებიც ნელა გადამუშავდებიან ნაწლავში. ზოგჯერ ლპობითი დისპეფსია ვითარდება საკვებად უხარისხო ხორციანი პროდუქტების გამოყენებით. ცხიმოვანი დისპეფსიას იწვევს ძნელად გადამამუშავებელი, განსაკუთრებით ძნელლღობადი ცხიმების გამოყენება (ღორის, ცხვრის). საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქციის დარღვევა აძნელებს საკვების ნორმალურ გადამუშავებას და ხელს უწყობს დისპეფსიის განვითარებას. ამავე დროს, დისპეფსიების დროს უჩვეულო, ან დიდი რაოდენობის დაშლის პროდუქტების წარმოქმნა (ორგანული მჟავები, ინდოლი, სკატოლი, გოგირდწყალბადი) აღიზიანებენ ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორებს და იწვევენ ნაწლავის პერისტალტიკის დაჩქარებას. საჭმლის მონელების პროცესების მოშლა თავის მხრივ არღვევს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ განვითარებასა და იწვევს დისბაქტერიოზს. 

სიმპტომები, მიმდინარეობა. ლპობითი დისპეფსია ვლინდება მეტეორიზმით, ნაწლავებში ყურყურით, დიდი რაოდენობის გაზების გამოყოფით, ხშირი, მჟავე სუნიანი, სუსტად შეფერილი თხიერი ქაფიანი განავლით. კოპროლოგიური გამოკვლევით ვლინდება დიდი რაოდენობის სახამებლის მარცვლები, ორგანული მჟავების კრისტალები, უჯრედისი, იოდოფილური მიკროორგანიზმები. განავლის რეაქცია მკვეთრად მჟავეა. ლპობითი დისპეფსია ასევე ვლინდება ფაღარათით, მაგრამ განავლოვანი მასების ფერი მუქია, სუნი – ლპობითი. ლპობითი პროდუქტებით გამოწვეული ზოგადი ინტოქსიკაციის შედეგად ქვეითდება მადა, აღინიშნება სისუსტე, შრომის უნარიანობის დაქვეითება. განავლის მიკროსკოპული გამოკვლევით ვლინდება კრეატორეა. განავლის რეაქცია მკვეთრად ტუტეა. ცხიმოვანი დისპეფსიის დროს განავალი ღია ფერისაა, უხვი, ცხიმოვანი ბზინვარებით, ნეიტრალური ან ტუტე რეაქციით. კოპროლოგიური გამოკვლევით ვლინდება დიდი რაოდენობით გადაუმუშავებელი ნეიტრალური ცხიმი (წვეთების სახით), ცხიმოვანი მჟავების კრისტალები და მათი უხსნადი მარილები.

დიაგნოზის დადგენა ხდება ავადმყოფის გამოკითხვით (კვების ხასიათი); დისპეფსიის კლინიკური გამოვლინებებით, კოპროლოგიური გამოკვლევების მონაცემებით. რექტორომანო – და კოლონოსკოპიით მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის ანთებითი ნიშნები არ ვლინდება. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანული დაავადებებთან – ატროფიულ გასტრიტთან სეკრეტორული უკმარისობით, ქრონიკულ პანკრეატიტთან, ქრონიკულ ენტერიტთან, ენტეროკოლიტთან და სხვა დაავადებებთან, რომლებიც მიმდინარეობენ დისპეფსიის სინდრომით. დიფერენციალური დიაგნოზის გატარება საჭიროა აგრეთვე ინფექციურ პარაზიტულ ენტეროკოლიტთან და კოლიტებთან (ბაცილარული, ამებური დიზენტერია და სხვ.). ასეთ შემთხვევებში გარკვეული მნიშვნელობა აქვს შესაბამის ეპიდემიოლიგიურ ანამნეზს, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის დარღვევას (ცხელება, მუცელში სპასტიკური ტკივილები, ტენეზმები), რექტორომანოსკოპიის მონაცემებს (ანთებითი პროცესი), სალმონელების, შიგელების, ენტამებას და მათი ცისტების, ლამბლიების გამოვლინებას. პანკრეასული დისპეფსია განპირობებულია კუჭქვეშა ჯირკვლის შიგასეკრეტორული უკმარისობით (ქრონიკული პანკრეატიტის, სიმსივნეების შედეგად და ა. შ.) ნაწლავში პანკრეასული ლიპაზას, ამილაზას და ტრიპსინის არასაკმარისი შეღწევა არღვევს საკვები ნივთიერებების გადამუშავებას. წარმოიქმნება მუცელში ყურყურისა და გადასხმის შეგრძნება, მეტეორიზმი, ქვეითდება მადა, შესაძლებელია კოლიკისებრი ტკივლები მუცელში, დამახასიათებელია ,,პანკრეასული ფაღარათი” (ცხიმოვანი განავალი), სტეატორეა, ამილორეა, კრეატორეა.

მკურნალობა. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ და რეგულირებულ დიეტას. ალიმენტური დისპეფსიების დროს ინიშნება შიმშილი 1 – 1,5 დღის განმავლობაში, შემდეგ კი ლპობითი დისპეფსიის დროს ავადმყოფის დღე – ღამურ რაციონში აუცილებელია გავზარდოთ ნახშირწყლების რაოდენობა, დუღილის დისპეფსიის დროს – ცილებისა. ცხიმოვანი დისპეფსიის დროს იზღუდება ორგანიზმში ცხოველური წარმოშობის ცხიმების, განსაკუთრებით ძნელლღობადი ცხიმების შეღწევა. კუჭისა და პანკრეასული დისპეფსიის დროს ტარდება ჩანაცვლებითი თერაპია საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით (აციდინპეფსინით, აბომინით, პანკრეატინით, პოლიზიმით და სხვ.). აუცილებელია ძირითადი დაავდების მკურნალობა (ქრონიკული გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი და სხვ.); დისპეფსიის პროფილაქტიკა ითვალისწინებს რაციონალურ კვებასა და იმ დაავადების პროფილაქტიკას, რომელიც იწვევს დისპეფსიის განვითარებას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1042 times by 634 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka