ლალი დათეშიძე
ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ჰიპერპროლაქტინემია – ქალებში გალაქტორეა-ამენორეის სინდრომი და ჰიპოგონადიზმის სინდრომი მამაკაცებში. წარმოიქმნება ჰიპოფიზის მიერ პროლაქტინის ჭარბი სეკრეციის შედეგად.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ჰიპოფიზის სიმსივნე (მიკრო- და მაკროადენომა), პროლაქტინის სეკრეციის დარღვევა დოფამინის მაბლოკირებელი პრეპარატების მიღებით (ნეიროლეპტიკები, ცერუკალი და სხვ.), ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (ესტროგენები); ხანგრძლივად არანამკურნალევი პირველადი ჰიპოთირეოზი. პროლაქტინის მომატებული დონე იწვევს გონადოტროპინების სეკრეციის დაქვეითებას, წარმოიქმნება უნაყოფობა.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ქალებში გალაქტორეა შესაძლებელია იყოს სპონტანური ან გამოვლინდეს ჯირკვალზე ზეწოლის დროს. აღინიშნება ან ამენორეა, ან ოპსომენორეა, ან ოვულაციის არარსებობა; ვლინდება ლიბიდოს დაქვეითება, საშვილოსნოს, საშოს ჰიპოპლაზია, სხვადასხვა ხარისხის სიმსუქნე. მამაკაცებში – ოლიგო- ან აზოოსპერმია, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება, ხშირია გინეკომასტია. მნიშვნელოვანი დარღვევები აღენიშნებათ პუბერტატულ ასაკში დაავადებულებს.
დიაგნოზი. ჰიპოფოზის სიმსივნე ვლინდება კრანიოგრამით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით. დამახასიათებელია პროლაქტინის მაღალი დონე, მალუთეინიზირებელი და ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონების, ესტროგენების დონის დაქვეითება ქალებში, ტესტოსტერონისა – მამაკაცებში. უნაყოფობისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში პროლაქტინის დონის დადგენა.
მკურნალობა. მაკროპროლაქტინემიის დროს საჭიროა ოპერაციული მკურნალობა, მიკროპროლაქტინემიის დროს ინიშნება პარლოდელი, დოზით 2,5 – 10 მგ/დღეში ხანგრძლივად.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1795 times by 1004 viewers



