სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

გინეკოლოგიური დაავადებები

ალგოდისმენორეა – მტკივნეული მენსტრუაციები. წარმოიქმნება ინფანტილიზმის, საშვილოსნოს არასწორი მდებარეობის, სასქესო ორანოებში ანთებითი პროცესების, ენდომეტრიოზისა და სხვა დაავადებების, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის მომატებული აგზნების დროს. აღინიშნება ჩვეულებრივ ახალგაზრდა ქალებში (ხშირად უნაყოფობის დროს). ტკივილი ჩნდება მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ხშირად შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, რაც ხშირად მას ხდის შრომისუუნაროს. ტკივილის სინდრომს ახლავს სხვადასხვაგვარი ვეგეტატიური დარღვევები (თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და სხვ.). ტკივილი წყდება მენსტრუაციის დადგომისას.

მკურნალობა საჭიროა მიმართული იყოს მიზეზის აღკვეთისაკენ, რომელმაც გამოიწვია ტკივილი. ფუნქციური ალგოდისმენორეის დროს ნაჩვენებია ზოგადი გამაჯანსაღებელი მკურნალობა, სპაზოლიზური  და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. მცირე მენჯში ანთებითი პროცესების დროს ტარდება ფიზიოთერაპიული მკურნალობა; დიათერმია, ტალახით მკურნალობა და სხვ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1656 times by 927 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka