სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

გინეკოლოგიური დაავადებები

ამენორეა - მენსტრუაციის არარსებობა 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ ამენორეას. ჭეშმარიტი (ნამდვილი) ამენორეის დროს საკვერცხეებში, ენდომეტრიუმსა და მთლიანად, ორგანიზმში ციკლური ცვლილებები არ აღინიშნება. ჭეშმარიტი ფიზიოლოგიური ამენორეას ადგილი აქვს ბავშვთა ასაკში, ორსულობის, ლაქტაციისა და მენოპაუზის დროს. პათოლოგიური ამენორეა შეიძლება იყოს პირველადი (მენსტრუაცია არასოდეს აღნიშნულა) და მეორადი (მენსტრუაციის შეწყვეტა). პირველადი ამენორეა ხშირად განპირობებულია გენეტიკური პათოლოგიით (გონადების დისგენეზია), ასევე სქესობრივი განვითარების შეფერხებით (მძიმე ინფექციური დაავადებები, ინტოქსიკაციები). მეორადი ამენორეა აღინიშნება ინფექციური და სომატური დაავადებების (ტუბერკულოზი, რევმატიზმი, ტიფები, გულის მანკები, ღვიძლის დაავადებები და სხვ.), მძიმე ინტოქსიკაციების, ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობების, ალიმენტური და ჰორმონული (ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებები) დარღვევების დროს.

ცრუ ამენორეის დროს ციკლური ცვლილებები აღინიშნება, მაგრამ მენსტუალური სისხლი გარეთ არ გამოედინება, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს საშვილოსნოს ყელში, საშოს, საქალწულე აპკის მიდამოში არსებულ დაბრკოლებას; დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია.

17125

დიაგნოზის დადგენა ხდება დეტალურად შეგროვილი ანამნეზის, ავადმყოფის ზოგადი გამოკვლევის, გინეკოლოგიური გამოკვლევების, ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტების მონაცემების საფუძველზე, ასევე ენდომეტრიუმის ბიოფსიის, კვლევის სპეციალური მეთოდების მონაცემების, კვლევის ჰორმონული მეთოდების, გენეტიკური მეთოდების საფუძველზე. აუცილებელია ავადმყოფთა გამოკვლევა სპეციალიზირებულ გინეკოლოგიურ სტაციონარში. საკვერცხეების ფუნქციის დარღვევის დიაგნოსტიკაში წამყვანი როლი ენიჭება ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ტესტებს. ბაზალური (რექტალური) ტემპერატურა – წარმოადგენს ოვულაციის ერთ – ერთ საკმაოდ ზუსტ ტესტს. ნორმალური ციკლის დროს ბაზალური ტემპერატურა ციკლის პირველ ნახევარში 370 C -ზე დაბალია; ოვულაციის შემდეგ ხდება ბაზალური ტემპერატურა მატულობს 0,4 – 0,6 გრადუსით, და ამ დონეზე რჩება მომავალ მენსტრუაციამდე. ანოვულატორული ციკლის დროს ბაზალური ტეპერატურა მონოფაზურია კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში. ბაზალური ტემპერატურა იზომება სწორ ნაწლავში ყოველდღიურად დილაობით (ადგომამდე) 10 წუთის განმავლობაში. პარალელურად იზომება ტემპერატურა იღლიის ფოსოში, რომლის მომატების შემთხვევაში ბაზალური ტემპერატურის ტესტი კარგავს დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას. საშოს ციტოლოგიური გამოკვლევა წარმოდგენას იძლევა ორგანიზმის ესტროგენული გაჯერების შესახებ. (ამენორეის მრავალი ფორმების დროს აღინიშნება ჰიპოესტროგენემია). ნაცხს იღებენ საშოს უკანა თაღიდან. მიკროსკოპიის დროს ითვლიან საშოს ეპითელის სხვადასხვა უჯრედების რაოდენობას და ითვლიან კარიოპიკნოტურ ინდექსს. ეს მაჩვენებელი ასახავს ორგანიზმის ესტროგენურ გაჯერებას. ნორმალური მენსტრუალური ციკლის დროს კარიოპიკნოტური ინდექსი პირველ ფაზაში მერყეობს 30-დან 40%-მდე, ოვულაციის მომენტში შეადგენს 50-60%-ს და შემდეგ კი ქვეითდება 20-30%-მდე; ამენორეის დროს ინდექსი ჩვეულებრივ დაბალია (5 – 10%), ამასთანავე ნაცხში ვლინდება დიდი რაოდენობით ბაზალური და პარაბაზალური უჯრედები. ნორმალური მენსტრუაციის დროს მე-5-6 დღიდან 20 დღემდე აღინიშნება საშვილოსნოს გარეთა პირის დიამეტრი გადიდებულია და  ავსებულია გამჭირვალე სითხით; ანოვულატორული ციკლის დროს პირი უმნიშვნელოდაა გახსნილი და ლორწოც მცირე რაოდენობითაა.

მკურნალობა მიმართულია ამენორეის გამომწვევი მიზეზების მოხსნისაკენ. სრულფასოვანი კვება, შრომის და დასვენების სწორი რეჟიმი, სტრესული მომენტების თავიდან აცილება, ზოგადი ინფექციური დაავადებების ეფექტური მკურნალობა და სხვ. ჰიპოფიზისა და საკვერცხეების ჰიპოფუნქციასთან დაკავშირებული ამენორეის დროს გამოიყენება ჰორმონული თერაპია; დამატებით ინიშნება ფიზიოთერაპიულ პროცედურები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2789 times by 1582 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka