ლალი დათეშიძე
საკვერცხის აპოპლექსია - სისხლჩაქცევა საკვერცხეში, რასაც თან ახლავს მისი გასკდომა და სისხლდენა მუცლის ღრუში. წარმოიქმნება ანთებითი პროცესების ფონზე სისხლძარღვების პათოლოგიური ცვლილებების შედეგად (ვარიკოზული გაფართოება, სკლეროზი). ხშირად ვითარდება ოვუალაციის მომენტში ან ყვითელი სხეულის ვასკულარიზაციის სტადიაში (ციკლის შუა და მეორე ფაზა). მაპროვოცირებელი ფაქტორებია ტრავმა, სიმძიმის აწევა, მძაფრი სქესობრივი აქტი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი წარმოდგენილია შინაგანი სისხლდენითა და ტკივილით (მწვავე მუცელი). დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ვინაიდან მსგავსი მოვლენები აღინიშნება ასევე საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს.
მკურნალობა. სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. გამოხატული შინაგანი სისხლდენისა და კოლაფსის არარსებობისას შესაძლებელია კონსერვატული მკურნალობა (სიმშვიდე, ყინული მუცელზე). შინაგანი სისხლდენის სიმპტომების ზრდის დროს ნაჩვენებია ოპერაცია – ლაპარატომია, საკვერცხის რეზექცია; ამავდროულად აუცილებელია შეივსოს სისხლის დეფიციტი (რეტრანსფუზია, დონორის სისხლის, სისხლშემცვლელების გადასხმა); საჭიროების მიხედვით შეჰყავთ გულ-სისხლძარღვთა საშუალებები.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1889 times by 1088 viewers


