ლალი დათეშიძე
,,კატის ნაკაწრის” დაავადება – (კეთილთვისებიანი ლიმფორეტიკულოზი, არაბაქტერიული რეგიონალური ლიმფადენიტი) – მწვავე ინფექციური დავაადება, რომელიც წარმოიქმნება დაინფიცირებულ კატებთან კონტაქტის დროს – კბენის, გაკაწვრის, დანერწყვის დროს. ხასიათდება ცხლებით, რეგიონალური ლიმფადენიტით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ზოგჯერ პირველადი ეფექტითა და ეგზანთემით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევი მიეკუთვნება ქლამიდიებს; ანტიგენური თვისებებით ახლოსაა ორნიტოზის გამოწვევთან. ინფიცირებული კატები ჯანმრთელები რჩებიან.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 60 დღემდე (ხშირად 2-3 კვირა). დაავადება შესაძლოა დაიწყოს მცირე ზომის წყლულის ან პუსტულის გაჩენით ნაკაწრის (ნაკბენის) ადგილზე, საერთო მდგომარეობა რჩება დამაკმაყოფილებელი. დასნებოვნებიდან 15-30 დღის შემდეგ ვლინდება რეგიონალური ლიმფადენიტი – დაავადებისათვის დამახასიათებელი ნიშანი. ხშირად დიდდება იღლიისქვეშა, იდაყვის, კისრის, იშვიათად სხვა ლიმფური კვანძები. ისინი აღწევენ 3-5 სმ-ს, მტკივნეულია პალპაციით, შეკავშირებული არიან გარემომცველ ქსოვილებთან. კვანძები შემთხვევათა 50%-ში ჩირქდება, მოყვითალო-მომწვანო ფერის სქელი ჩირქით. ერთდროულად ვლინდება საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. ლიმფადენიტი შესაძლებელია შენარჩუნდეს რამდენიმე თვის განმავლობაში.
დიაგნოზს ადასტურებს კომპლემენტის შებოჭვის დადებითი რეაქცია ორნიტოზულ ანტიგენთან, თუმცა მრავალ ავადმყოფთან ეს რეაქცია რჩება უარყოფითი.
მკურნალობა. პრედნიზოლონი 20-30 მგ/დღეში 7-10 დღის განმავლობაში. დაჩირქების შემთხვევაში – პუნქცია ჩირქის ამოტუმბვით. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1406 times by 784 viewers



