ლალი დათეშიძე
ქუ ცხელება – მწვავე რიკეტსიური დაავადება, რომელიც ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციით, ცხელებით და ფილტვების ხშირი დაზიანებით. მიეკუთვნება ზოონოზებს. დასნებოვნება შესაძლებელია იყოს ტრანსმისიური, ალიმენტური ან ჰაერ-მტვროვანი.
ეპიდემიოლოგია. ინფექციის წყაროს ადამიანისთვის წარმოადგენს ბერნეტის რიკეტსიით დაავადებული ცხვრები, თხები და ძროხები; საშიშია მათი გამონაყოფი, განსაკუთრებით შარდი, აგრეთვე ხორცი, ბეწვი და კანი, ზოგჯერ რძეც. ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასეთი ცხოველების არასკმარისად მოხარშული ან შემწვარი ხორცი, რძის, ბეწვის გამოყენებისას; დასნებოვნება შეიძლება იყოს როგორც საოჯახო, ასევე სამრეწველო. გამომწვევს შეუძლია ორგანიზმში შეიჭრას ნახეთქების, ნაკაწრების და ნაჭდევების გზით. ინფექციის ორგანიზმში მოხვედრა, ასევე შესაძლებელია ჰაერ – წვეთოვანი გზით ზედა სასუნთქი გზებიდან, მაგალითად იმ პირებში, რომლებიც მისდევენ მატყლის დამუშავებას. ცალკეულ შემთხვევებში ქუ ცხელებით დაავადებული ცხოველებიდან ადამიანზე ინფექციის გადაცემა ხდება გამაზოური ტკიპების საშუალებით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია ბერტნერის რიკეტსია; მდგრადია გარემოში, არ ინაქტივირდება გამოშრობით, ინახება რძის პროდუქტებში პასტერიზაციის შემდეგაც. ინფექციის კარია სასუნთქი გზების ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსი. დაინფიცირების გზები განსაზღვრავენ დაავადების კლინიკურ გამოვლინებებს. ჰაერ-მტვროვანი ინფიცირებისას წარმოიქმნება ზიანდება ბრონქები და ვითარდება პერიბრინქული ანთება. ჰემატოგენურად ზიანდება ასევე სხვა ორგანოებიც.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი – 14 – 21 დღე. დაავადების დაწყება მწვავედ – შემცივნებით, ტემპერატურის სწრაფი მომატებით, შეუძლოდ ყოფნით. განასხვავებენ დაავადების შემდეგ კლინიკურ ფორმებს: 1) ციკლური (რომელიც თავის მხრივ იყოფა მწვავედ და ქრინიკულად), 2) სეფსისური, 3) მწვავე პნევმონიური, 4) ქვემწვავე პნევმონიური. შემთხვევათა 70 – 80% – ში დაავადება მიმდინარეობს ციკლური ფორმით; ამასთან დაავადების პირველივე დღეებიდან აღინიშნება შეუძლოდ ყოფნა, საერთო სისუსტე, ტემპერატურა დაავადების მე – 4 – მე – 5 დღეზე აღწევს 38,5 – 40 გრადუსს და მომატებული რჩება დაავადების მე – 10 – მე – 20 დღემდე. პირველი 5 – 10 დღის განმავლობაში აღინიშნება თავისა და კუნთების ტკივილი, უმადობა და ძილიანობა, ხახის ჰიპერემია, თეთრი ნადებით დაფარული ენა, ზოგჯერ გულისრევა და სახსრების ტკივილები, იშვიათად – ღვიძლისა და ელენთის უმნიშვნელო გადიდება. პულსი მცირედ ჩამორჩება ტემპერატურის დონეს. დაავადების პიკზე, სისხლში აღინიშნება ლეიკოპენია, შედარებითი ლიმფოციტოზი, ედს – ის ზომიერი მატება. ქუ ცხელების სეფსისური ფორმის დროს, ტემპერატურული მრუდი განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, ვითარდება შეჟრჟოლება, ოფლიანობა, ელენთის გადიდება. პნევმონია აღენიშნებათ ქუ ცხელებით დაავადებულების 10 – 15% – ს. დაავადების პნევმონიური ფორმები

მიმდინარეობენ ხანგრძლივი ცხელებით, უპირატესად მშრალი ხველით; ავადმყოფთა ნაწილს აღენიშნებათ მცირე რაოდენობით ნახველის გამოყოფა, რომელიც ზოგჯერ შეიცავს სისხლის ზოლებს. კლინიკური და რენტგენოლოგიური კვლევებით ვლინდება წვრილკეროვანი პნევმონია. ავადმყოფთა 2 – 5% – ში დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში, რომლის ხანგრძლივობა 1 წელი და მეტია. შესაძლებელია დაავადების მსუბუქი, წაშლილი ფორმების განვითარება 5 – 7 დღიანი ცხელებითი პერიოდებით. დიაგნოზი.
დიაგნოზის დაზუსტება ხდება სპეციფიკური ანტისხეულების აღმოჩენით, კომპლემენტის შებოჭვის რეაქციით. დიფერენცირებული დიაგნოზი ტარდება მუცლის ტიფთან, გრიპთან (დაავადების დასაწყისში), ბრუცელოზთან, ორნიტოზთან, სეფსისთან, ტულარემიასთან, პნევმონიებთან, ტუბერკულოზთან.
მკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია; ინიშნება ვიტამინების კომპლექსი, ფილტვების დაზიანების დროს დამატებით რეკომენდებულია ოქსიგენოთერაპია, ბრონქოდილატატორები.
პროგნოზი კეთილსაიმედოა; შრომისუნარიანობა აღდგენა მთლიანად.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 838 times by 444 viewers



