ლალი დათეშიძე
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
ანკილოზი – სახსარში მოძრაობის შეზღუდვა, მასში პათოლოგიური ცვლილებების გამო. წარმოიქმნება სახსარში ანთებითი ცვლილებების შედეგად, ასევე სახსარშიგა მოტეხილობების შემდეგ. განსაკუთრებით ხშირად ანკილოზი წარმოიქმნება სახსრის ღია მოტეხილობის შემდეგ, რასაც თან სდევს მასში ხანგრძლივად მიმდინარე ჩირქოვანი პროცესის განვითარება. ამასთან ხდება სასახსრე ზედაპირის ხრტილოვანი ზედაპირის დეგენერაცია შემაერთებელქსოვილოვანი ფიბროზული (ფიბროზული ანკილოზი) ან ძვლოვანი ქსოვილის (ძვლოვანი ანკილოზი) ზრდით. სახსრის ანკილოზის განვითარებას ასევე ხელს უწყობს ხანგრძლივი დროის გამავლობაში თაბაშირის სახვევის ტარება.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ფიბროზული ანკილოზის დროს ძირითადი ჩივილია ტკივილი სახსარში. ამასთან, ნარჩენი რყევითი მოძრაობები შენარჩუნებულია. ძვლოვანი ანკოლოზი ხასიათდება ტკივილის არარსებობით; სახსრის ანკილოზის დროს კიდურის ფუნქციურად ხელსაყრელ მდგომარეობაში ხმარება შესაძლებელია.
დიაგნოზი ზუსტდება სახსრის რენტგენოლოგიური გამოკვლევით.
მკურნალობა ოპერაციულია, ტარდება ართროპლასტიკა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 834 times by 456 viewers



