ბრტყელტერფიანობა

ბრტყელტერფიანობა platypodia

ბრტყელტერფიანობატერფის განივი და იშვიათად სიგრძივი თაღების გადასწორება. განასხვავებენ პარალიზურ, ტრავმულ და სტატიკურ ბრტყელტერფიანობას. პარალიზური აღინიშნება პოლიომიელიტისა და სხვა წარმოშობის დამბლების დროს, ტრავმული – ტერფის ძვლების მოტეხილობების დროს. ბრტყელტერფიანობის ყველაზე ხშირი სახეა – სტატიკური; იგი წარმოიქმნება ტერფის გადატვირთვის დროს.

ბრტყელტერფიანობა –  სიმპტომები, მიმდინარეობა. ტერფს აქვს გასწორებული სახე, თადაპირველად ტკივილები იშვიათია, შემდეგში ხდება მუდმივი. თუმცა, ზოგჯერ ტერფის გამოხატული დეფორმაციის დროსაც კი ტკივილები არ აღინიშნება.

ბრტყელტერფიანობა – დიაგნოზის დადგენა ხდება ტერფის დამახასიათებელი გარეგნობით, რენტგენოლოგიური გამოკვლევით.

ბრტყელტერფიანობა –  მკურნალობა კონსერვატულია: სუპინატორების ტარება, ტერფების მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ცურვა. ძლიერი ტკივილების დროს ნაჩვენებია ოპერაცია.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები 


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.