ლალი დათეშიძე
ისტერიული სინდრომი – ხშირად წარმოიქმნება ექსტრემალურ ან კონფლიქტურ სიტუაციებში; აღინიშნება შექცევადი დარღვევები, რომლებიც გამოირჩევიან სიმპტომთა მრავალფეროვნებით, მათი კომბინირებითა და სხვადასხვა ნევროლოგიური და სომატური დაავადებების იმიტაციური გამოვლინებებით.
ისტერიკული სიმპტომატიკის დამახასიათებელია ნიშანია თეატრალობა, გამოვლინებების დემონსტრატიულობა. მათ განვითარებას ხშირად თან ახლავს გრძნობების მძაფრი, არაადეკვატური გამოხატვა და ზღვარს გადასული აფექტაცია – ისტერიული გულყრა, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე და ხასიათდება სხვადასხვა მოძრაობითი გამოვლინებებით, ზოგჯერ სხეულის გადრეკვით კეფაზე და ქუსლებზე დაყრდნობით (,,ისტერიული რკალი”), ყვირილით და კვნესით, ვეგეტატიური დარღვევებითა და გონების დაბინდვით. განსხვავებით ეპილეფსური გულყრისაგან ისტერიული პაროქსიზმის დროს არ აღინიშნება უეცარი დაცემა (ავადმყოფები ეშვებიან ნელ-ნელა), გუგების რეაქცია სინათლეზე შენარჩუნებულია, ასევე რქოვანას და წამწამების რეაქცია; არ აღინიშნება ენის მოკვნეტა და უნებლიე შარდვა. ისტერიული სიმპტომები შეიძლება შერწყმული იყოს სხვა ნევროლოგიურ გამოვლინებებთან – ფობიებთან, აკვიატებულ მდგომარეობებთან, აფექტურ დარღვევებთან. ისტერიული სიმპტომატიკა შეიძლება აღინიშნებოდეს ფსიქოგენიების დროს, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ასევე სხვა დაავადებების დროსაც (შიზოფრენია, ინვოლუციური ფსიქოზები და სხვ.).
ტიპიურ ისტერიულ სიმპტომებს მიეკუთვნება შემდეგი: ფსიქოგენური ღებინება, რომელიც ხშრად შერწყმულია კუჭის პილორული ნაწილის სპაზმთან, რომელიც გარეგნულად მიმდინარეობს როგორც მწვავე მუცელი; ისტერიული მეტეორიზმი ცრუ ორსულობის მოვლენებით; გულის ფრიალი, უსიამოვნი გრძნობა გულის არეში, რაც იძლევა სტენოკარდიის ან მიოკარდის ინფარქტის იმიტაციას; სპაზმები ყელში, რასაც თან ახლავს ქოშინი და ჰაერის უკმარისობა, რომელიც მოგვაგონებს ბრონქულ ასთმას.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1221 times by 529 viewers



