სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ფსიქიკური დაავადებები

აკვიატებული მდგომარეობები – ხასიათდება აზრების, წარმოდგენების, ეჭვების, შიშების, ლტოლვების, მოძრაობითი აქტების უნებლიე და გადაულახავი წარმოქმნით. აკვიატებული მდგომარეობების გაჩენა სუბიექტურად არასასიამოვნოა, ამასთან შენარჩუნებულია ამ დარღვევებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება ავადმყოფის მხრივ. აღინიშნება ნევროზების, შიზოფრენიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებების დროს.

გამოყოფენ ობსესურ მდგომარეობებს (აკვიატებული აზრები, იდეები, წარმოდგენები), აკვიატებულ შიშებს (ფობიები) და კომპულსიურ დარღვევებს (აკვიატებული ლტოლვა და მოქმედება).

ობსესური მდგომარეობები იყოფა აკვიატებად ნეიტრალური აფექტითა და აკვიატებით, რასაც თან ახლავს მძიმე აფექტი. აფექტურად ნეიტრალური აკვიატება ეს არის ხშირად უნაყოფო გრძნობა (ტვინის ,,ჟვაჩკა”), მაგალითად, აკვიატებული ანგარიში, გონებაში დავიწყებული სახელების აკვიატებული განმეორება. აკვიატება, რომელსაც თან ახლავს მძიმე აფექტი – ეს არის კონტრასტული აზრები; ავადმყოფები განიცდიან გადაულახავ მოთხოვნილებას იყვირონ ცინიკური სიტყვები, წარმოიდგინონ დეტალებში ნათესავების უეცარი სიკვდილის გარემოებები და სხვ. აკვიატებული ეჭვების დროს სჭარბობს დაეჭვება უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ან ჩადენილი მოქმედებების სისწორეში.

აკვიატებული შიშები (ფობიები) სხვადასხვაგვარია შინაარსით. ხშირად აღინიშნება ღია სივრცისა და დახურული შენობების შიში, ტრანსპორტის შიში, რაიმე ჩვეულებრივი ფუნქციის გამოთიშვის შიში (ყლაპვა, მოშარდვა, სქესობრივი აქტი და სხვ.). ხშირია შიში სახალხოდ გამოსვლისა, შიში გაწითლებისა.

კომპულსიური დარღვევები ვლინდება აკვიატებული ლტოლვით გაუაზრებელი, ზოგჯერ კი საშიში მოქმედებების ჩადენისაკენ. მსგავსი აკვიატებული ლტოლვები მიმდინარეობენ მათი შესაძლო განხორციელების მტანჯველი შიშით, მაგრამ როგორც წესი არ რეალიზდება. აკვიატებული მოქმედებები სრულდება სურვილის წინააღმდეგ.

რიტუალები – აკვიატებული მოქმედებები და მოძრაობები; აქვთ დამცველობთი ხასიათი. რიტუალებს როგორც წესი ახლავთ ფობიები, აკვიატებული ეჭვები; ამასთან აკვიატებული მოქმედებების შესრულება ხდება გარკვეული რიგით – მოძრაობა მხოლოდ გარკვეული მარშრუტით და მრავალი სხვა. რიტუალის შესრულებას თან ახლავს გარკვეული შემსუბუქების გრძნობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1452 times by 721 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka