ლალი დათეშიძე
დიენცეფალური (ჰიპოთალამური) სინდრომი – დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება შუამდებარე ტვინის ჰიპოთალამური მიდამოს დაზიანებისას. ვლინდება ვეგეტატიური, ენდოკრინული, ცვლითი და ტროფიკული დარღვევებით, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული უშაქრო დიაბეტის სიმპტომთკომპლექსით, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციით, კახექსიით, ადიპოზურ-გენიტალური დისტეროფიითა და ლაქტორეა-ამენორეით.
საჭიროა აღინიშნოს გაუმართლებელი ტენდენცია დიენცეფალური სინდრომის ჰიპერდიაგნოსტიკისა: სინამდვილეში ავადმყოფთა უმრავლესობას აღენიშნებათ დეპრესია ან ნევროზი გამოხატული ვეგეტატიური დარღვევებით. ამ უკანასკნელთა შორის სხვებზე უფრო ხშირად გვხვდება ე. წ. პანიკური შეტევები: უეცრად განვითარებული გულის ფრიალი, შემცივნება, ზოგჯერ სუნთქვის დარღვევები; პაროქსიზმებს თან ახავს სიკვდილის შიში და ჩვეულებრივ მთავრდება უხვი მოშარდვით, ზოგჯერ ფაღარათით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1025 times by 542 viewers



