სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

ჰიდროცეფალია – ქალას ღრუში თავ-ზურგტვინის სითხის რაოდენობის მომატება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. თავ-ზურგტვინის სითხის რეზორბციისა და ცირკულაციის დარღვევები ან მისი ჭარბი სეკრეცია. მიზეზი შეიძლება იყოს  შეხორცებითი პროცესი გადატანილი ნეიროინფექციის ან თავის ტრავმის გამო, ასევე სიმსივნეები, ტვინის და მისი გარსების თანდაყოლილი ანომალიები.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ახალშობილთა ჰიდროცეფალია ვლინდება თავის გადიდებით, ვენური ქსელის გამოხატულებით ქალაზე; დამახასიათებელია თვალების ქვევით დაშვება (ჩამავალი მზის სიმპტომი), თავის მოცულობა თანდათანობით მატულობს, შესაძლებელია მიაღწიოს გიგანტურ ზომებს (ზოგჯერ თავის გარშემოწერილობა აღწევს 60 სმ-ს). ქალას ნაკერები გაფართოებულია, წინა ყიფლიბანდი მკვეთრად

ჰიდროცეფალია

გადიდებულია. ხშირია ქალას ნერვების დამბლები, კერძოდ, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ნერვების ატროფიის გამო. აღინიშნება ფეხების სპასტიკურობა. მძიმე შემთხვევებში გარდაუვალია გონებრივი ჩამორჩენა. მოზრდილებში ჰიდროცეფალია ხასიათდება ქალაშიდა წნევის მომატების ნიშნებით: თავის ტკივილი, ღებინება, მხედველობის ნერვების შეგუბებითი დისკოები, თავბრუსხვევა. თუკი დაავადება განვითარდა 17-18 წლის ასაკის შემდეგ თავი ზომებში არ მატულობს. რენტგენოგრამაზე მოზრდილებში აღინიშნება თურქული კეხის ცლილებები და რიგი სხვა ნიშნები. კომპიუტერული ტომოგრაფიითა და ვენტრიკულოგრაფიით ვლინდება ტვინის მკვეთრად გადიდებული პარკუჭი, ტვინის ნივთიერების ატროფია.

მკურნალობა. ქალაშიდა წნევის შესამცირებლად ინიშნება დიურეტიკები, გლუკოკორტიკოიდები. ქირურგიული მკურნალობა ახალშობილებში ითვალისწინებს თავ-ზურგტვინის სითხის გადინების დამატებითი გზების შექმნას ქალას ღრუდან (შუნტირება); მოზრდილთა ჰიდროცეფალიის დროს აუცილებელია ლიკვური გზების ობსტრუქციის მიზეზის აღკვეთა.

პროგნოზი ახალშობილთა ჰიდროცეფალიის დროს ნაკლებკეთილსაიმედოა; მოზრდილებში გამოსავალი განისაზღვრება დაავადების გამომწვევი მიზეზის ქირურგიული კორექციის შესაძლებლობით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1763 times by 884 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka