თავის ტკივილი (ცეფალგია)

თავის ტკივილი (ცეფალგია)


დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები გამოწერით

  • ეს დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებების  ამაზონისეული ინტერნეტ-მაღაზიების კატალოგია.
  • ამაზონზე ხარისხის ამაზონისეული გარანტია! დროული მოწოდება!
  • ყიდვისას, ამაზონზე გადადით წინამდებარე გვერდის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში თქვენს ეკრანზე გამოსხივდება ფასები რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ. ზოგჯერ 60 %-საც.
  • დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებების შესახებ ქართულ ინტერნეტში ათეულობით ფეის-ჯგუფი მუშაობს. იხილეთ მათი სია  აქ >>.  ქვემოთ, სიიდან ის პროდუქცია, რომელიც ამაზონს საქართველოდან მიეწოდება, ჩალინკულია ფეის-ჯგუფებზე, რადგან ჯგუფებში შეძენა უფრო რენტაბელურია.
  • ჩვენ არ ვვაჭრობთ რაიმე პროდუქციით . გთხოვთ სავაჭრო შეკითხვებით ნუ მოგვმართავთ. მხოლოდ  და მხოლოდ ინფორმაციებს ვაწვდით ჩვენს მკითხველებს ინტერნეტიდან. 

რა საშუალებებს გვთავაზობს ამაზონი ცეფალგიის  დროს  ?


ეტიოლოგია, პათოგენეზი

თავის ტკივილი (ცეფალგია) – სხვადასხვა დაავადებების ერთ – ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი. უმრავლეს შემთხვევაში თავის ტკივილი სისხლძარღვოვანი გენეზისაა, ანუ განპირობებულია ინტრა – და ექსტრაკრანიალური არტერიების დილატაციით ან სპაზმით:  შაკიკის სხვადასხვა ვარიანტები და მასთან მონაცვლე ვაზომოტორული ცეფალგიები, ცერებრულ-ვასკულური დაავადებები და თავის ტკივლი არტერიული ჰიპერტენზიის დროს. თავის ინტენსიური ტკივილი წარმოიქმნება ტვინის გარსების გაღიზიანებისას (მენინგიტები, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევები).

სიმპტომები, მიმდინარეობა

ცეფალგია, რომელიც განპირობებულია დიდი ზომის ინტრაკრანიული პროცესებით, ხშირად მიმდინარეობს ღებინებით გულისრევის გარეშე. თავის ტკივილი წარმოადგენს პოსტკომოციური სინდრომის მთავარ კომპონენტს. დიდი ჯგუფს შეადგენს თავის ტკივილები ზოგადი ტოქსიკური და მეტაბოლური დაავადებების დროს.
თავის ტკივილი თანამგზავრია ყველა ინფექციური დაავადებებისა, რომლებიც მიმდინარეობენ მაღალი ტემპერატურით. როგორც ლოკალური, ასევე დიფუზური თავის ტკივილი ხშირად წარმოიქმნება თვალისა და პარანაზალური სინუსების დაავადებების დროს. თავის ტკივილი კისრის ოსტეოქონდროზის დროს არ შემოიფარგლება მხოლოდ კისრითა და კეფით, არამედ ირადირებს შუბლ-ორბიტულ მიდამოში.
თავის ტკივილის ერთ – ერთ ხშირ მიზეზს წარმოადგენს ფსიქოგენური ცეფალგიები. მტანჯველი მრავალწლიანი თავის ტკივილი ხშირად წარმოადგენს ფარული დეპრესიის ერთადერთ გამოვლინებას; დეპრესიასთანაა დაკავშირებული ასევე ატიპური სახის ტკივილების თითქმის ნახევარი. შერეულ ჯგუფს წარმოადგენს ასევე დაძაბვის ემოციური გადატვირთვებით განპირობებული თავის ტკივილები; ამასთან პათოგენეტიკური მექანიზმია სკალპის კუნთების სპაზმი.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზი არ წარმოადგენს სირთულეს ტიპიური შაკიკის დროს, ასევე ტრიგემინალური ნევრალგიის, ჰიპერტონული კრიზის და ა. შ. ბევრ შემთხვევაში საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვება. თავის ინტენსიური და გახანგრძლივებული ტკივილის ყველა შემთხვევაში აუცლებელია კრანიოგრაფიული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ცერებრულ-სპინური სითხის გამოკვლევა. ნერვული სისტემის დაავადებები

თავის ტკივილილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤔 გაწუხებთ თავის ტკივილი?
🧠 სამედიცინო ენაზე თავის ტკივილს ცეფალგია ეწოდება და წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე ხშირ სიმპტომს
💢 უმრავლეს შემთხვევაში თავის ტკივილი სისხლძარღვოვანი გენეზისაა, ანუ განპირობებულია ინტრა- და ექსტრაკრანიალური არტერიების დილატაციით ან სპაზმით
🔴 თავის ინტენსიური ტკივილი წარმოიქმნება ტვინის გარსების გაღიზიანებისას (მენინგიტები, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევები)
❗️ თავის ტკივილი თანამგზავრია ყველა ინფექციური დაავადებებისა, რომლებიც მიმდინარეობენ მაღალი ტემპერატურით
👉 გაეცანი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიას და გაიგე მეტი ცეფალგიაზე – https://bit.ly/3sG3Kek
#თავისტკივილი #ცეფალგია #შაკიკი #თავისტკივილისგამომწვევიმიზეზები #დაძაბულობისთავისტკივილი #თავისტკივილისმიზეზები #თავისტკივილისმკურნალობა #თავისტკივილისწამალი #თავისტრავმა #ტვინისსიმსივნე #როგორმოვიხსნათთავისტკივილი #თავისტკივილისაფეთქელთან #თავისტკივილიკეფაში #ჰიპოქსია #ძილისაპნოე #რეკრეაციულინარკოტიკი #მედიკამენტებისგვერდითიეფექტი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოც. ქსელებში:

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თავის ტკივილი – (ცეფალგია) სხვადასხვა დაავადებების ერთ – ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი. ლოკალიზდება ორბიტის დონიდან კეფისქვეშა მიდამომდე.
უმრავლეს შემთხვევაში თავის ტკივილი სისხლძარღვოვანი გენეზისაა, ანუ განპირობებულია ინტრა – და ექსტრაკრანიალური არტერიების დილატაციით ან სპაზმით: შაკიკის სხვადასხვა ვარიანტები და მასთან მონაცვლე ვაზომოტორული ცეფალგიები, ცერებროვასკულური დაავადებები და თავის ტკივილი არტერიული ჰიპერტენზიის დროს.
თავის ინტენსიური ტკივილი წარმოიქმნება ტვინის გარსების გაღიზიანებისას (მენინგიტები, სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევები). ცეფალგია, რომელიც განპირობებულია დიდი ზომის ინტრაკრანიული პროცესებით, არაიშვიათად მიმდინარეობს ღებინებით გულისრევის გარეშე. თავის ტკივილი წარმოადგენს პოსტკომოციური სინდრომის მთავარ კომპონენტს. დიდი ჯგუფს შეადგენს ზოგადი ტოქსიკური და მეტაბოლური დაავადებების დროს განვიტარებული თავის ტკივილები.
თავის ტკივილი თანამგზავრია ყველა ინფექციური დაავადებებისა, რომლებიც მიმდინარეობენ მაღალი ტემპერატურით. როგორც ლოკალური, ასევე დიფუზური თავის ტკივილი არაიშვიათად წარმოიქმნება თვალისა და პარანაზალური სინუსების დაავადებების დროს. თავის ტკივილი კისრის ოსტეოქონდროზის დროს არ შემოიფარგლება მხოლოდ კისრითა და კეფით, არამედ ირადირებს შუბლ – ორბიტულ მიდამოში. თავის ტკივილის ერთ – ერთ ხშირ მიზეზს წარმოადგენს ფსიქოგენური ცეფალგიები.
მტანჯველი მრავალწლიანი თავის ტკივილი ხშირად ფარული დეპრესიის ერთადერთი გამოვლინებაა; დეპრესიასთანაა დაკავშირებული ასევე ატიპიური სახის ტკივილების თითქმის ნახევარი. შერეულ ჯგუფს წარმოადგენს ასევე დაძაბვის თავის ტკივილები, განპირობებული ემოციური გადატვირთვებით; ამასთან პათოგენეტიკური მექანიზმია სკალპის კუნთების სპაზმი.
დიაგნოსტირება რთული არ არის ტიპიური შაკიკის დროს, ასევე ტრიგემინული ნევრალგიის, ჰიპერტონული კრიზის და ა. შ. ბევრ შემთხვევაში საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვება. თავის ინტენსიური და გახანგრძლივებული ტკივილის ყველა შემთხვევის დროს აუცილებელია კრანიოგრაფიულ გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ცერებროსპინურიი სითხის ანალიზი.


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი