ლალი დათეშიძე
ნევრალგიები და ნევრიტები - პერიფერიული ნერვების დაზიანება, რაც განპირობებულია გადაცივებით, ინფექციებით, ტრამვით, ინტოქსიკაციით, ალერგიით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით. ხასიათდება შესაბამისი ნერვის ინერვაციის მიდამოში ტკივილებითა და მგრძნობელობის დარღვევით.
სახის ნერვის ნევრიტი. ხშირად ვითარდება გადაციების, გრიპისა და სხვა ინფექციების დროს, იშვიათად – შუა ყურის ანთების, ქალას ფუძის მოტეხილობის გამო. სიმპტომები. შესაბამის მხარეზე ვითარდება სახის კუნთების დამბლა: ავადმყოფს არ შეუძლია შუბლის შეჭმუხვნა, თვალების მოჭუტვა; პირი გადახრილია ჯანმრთელ მხარეს.
სამწვერა ნერვის ნევრალგია. ვითარდება კბილების, ცხვირის დანამატი ღრუების დაავადებების, ძვლოვანი ხვრელების შევიწროების, სადაც გაივლის ნერვის ტოტები, გამო. სიმპტომები. დაავადება გამოიხატება სახის არეში უძლიერესი ტკივილებით, რომელიც გრძელდება რამდენიმე წამი ან წუთი; უპირატესად ვითარდება ჭამის ან საუბრის დროს. ტკივილებს პროვოცირებას უკეთებს გაცივება, ინფექცია, გადაციება. გასინჯვით ვლინდება მტკივნეულობა სამწვერა ნერვის ტოტების გამოსვლის ადგილებში. ჩნდება განსაზღვრული ზონები სახეზე, რომლებზეც შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს შეტევის დაწყება.

სხივის ნერვის ნევრიტი. ხშირად ვითარდება ტრამვების, ზოგჯერ ხელის ფიქსაციით მიმდინარე ხანგრძლივი ნარკოზის, მხრის გარეთა ზედაპირზე ინექციების შედეგად. სიმპტომები. ვლინდება წინამხრის, მტევნის გაშლითი სისუსტე კუნთების ატროფიით, წინამხრის გარეთა ზედაპირზე და თითებისა და მტევნის ზურგზე ხდება მგრძნობელობის მოშლა. მტევანი ჩამოკიდულია, თითები ნახევრადმოხრილი.
იდაყვის ნერვის ნევრიტი. უხშირესად ტრავმულია, ზოგჯერ ვითარდება ართრიტების დროს. სიმპტომები. ირღვევა ყველა თითის ძირითადი

ფალანგების მოხრა და თითების მოზიდვა. ატროფიას განიცდიან ძვალთაშუა კუნთები (,,ბრჭყალებიანი თათი”); ირღვევა მგრძნობელობა თითებზე.
შუათანა ნერვის ნევრიტი. ვითარდება ინფექციების, ტრამვების დროს. სიმპტომები. გაძნელებულია I თითის წინააღმდეგობა, მუჭის შეკვრა, ატროფირდება I თითის კუნთები (,,მაიმუნის თათი”). მგრძნობელობა ირღვევა მტევნის გარეთა ზედაპირზე და I, II, II თითებზე და IV თითის ნახევარზე. არც თუ იშვიათია ტკივილების განვითარებაც.
ბარძაყის ნერვის ნევრიტი. ხშირად ვითარდება მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი და სიმსივნური დაავადებების, ტრამვების დროს. სიმპტომები. ჩნდება ტკივილები ბარძაყის წინა ზედაპირზე, გაძნელებულია მისი მოხრა და წვივის გაშლა, ბარძაყის წინა ზედაპირის კუნთები ატროფირდებიან. ქრება მუხლის რეფლექსი. დადებითია ვასერმანის სიმპტომი (დაჭიმვა). აუცილებელია დაავადების განხსვავება მენჯ – ბარძაყის სახსრის დაზიანებისგან, რომლის დროსაც ტკივილები ვითარდება არა მარტო მოხრის, არამედ ბარძაყის როტაციის შემთხვევაშიც, მტკივნეულია ფეხის სიგრძივ ღერძზე დაყრდნობაც.
საჯდომი ნერვის ნევრიტი (იშიაზი). მიზეზები – რაც სხვა ნევრიტების დროს, ასევე ხერხემლის ოსტეოქონდროზი. სიმპტომები. ჩნდება ტკივილები დუნდულოს მიდამოში, ბარძაყისა და წვივის უკანა ზედაპირებზე, მტკივნეულია ნერვის გაჭიმვა: დადებითია ლასეგის, დაჯდომის სიმპტომები. აღინიშნება საჯდომი, კანჭის კუნთების ჰიპოტონია, აქილევსის რეფლექსის დაქვეითება.
ნეკნთაშუა ნევრალგია. ვითარდება სხვადასხვა ინფექციების დროს. სიმპტომები. ჩნდება შემოსარტყვლითი ტკივილები გულმკერდში, მტკივნეულია შესაბამისი ნეკნთაშუა უბნის პალპაცია. ტკივილები ძლიერდება ხველების, დაცემინების დროს. არც თუ იშვიათად ნეკნთაშუა ნევრალგია წარმოადგენს შინაგანი ორგანოების, ხერხემლის დაავადებების სიმპტომს, ამიტომაც აუცილებელია ავადმყოფის დაკვირვებით გამოკვლევა.
ნევრიტების მკურნალობა. ანთების საწინააღმდეგო თერაპია, ანალგეტიკები, B ჯგუფის ვიტამინები და სსხვ., ფიზიოთერაპია, მასაჟი.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 12470 times by 5416 viewers




