ნევრალგიები და ნევრიტები

ნევრალგიები და ნევრიტები neuralgia, neuritis

ნევრალგიები და ნევრიტები – პერიფერიული ნერვების დაზიანება, რაც განპირობებულია გადაცივებით, ინფექციებით, ტრავმით, ინტოქსიკაციით, ალერგიით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით.
ხასიათდება შესაბამისი ნერვის ინერვაციის მიდამოში ტკივილებითა და მგრძნობელობის დარღვევით.

სახის ნერვის ნევრიტი

სახის ნერვის ნევრიტი ხშირად ვითარდება გადაციების, გრიპისა და სხვა ინფექციების დროს, იშვიათად – შუა ყურის ანთების, ქალას ფუძის მოტეხილობის გამო.
სიმპტომები – შესაბამის მხარეზე ვითარდება სახის კუნთების დამბლა: ავადმყოფს არ შეუძლია შუბლის შეჭმუხვნა, თვალების მოჭუტვა; პირი გადახრილია ჯანმრთელ მხარეს.

სამწვერა ნერვის ნევრალგია

სამწვერა ნერვის ნევრალგია ვითარდება კბილების, ცხვირის დანამატი ღრუების დაავადებების, ძვლოვანი ხვრელების შევიწროების, სადაც გაივლის ნერვის ტოტები, გამო. სიმპტომები. დაავადება გამოიხატება სახის არეში უძლიერესი ტკივილებით, რომელიც გრძელდება რამდენიმე წამი ან წუთი; უპირატესად ვითარდება ჭამის ან საუბრის დროს.
ტკივილებს პროვოცირებას უკეთებს გაცივება, ინფექცია, გადაციება. გასინჯვით ვლინდება მტკივნეულობა სამწვერა ნერვის ტოტების გამოსვლის ადგილებში. ჩნდება განსაზღვრული ზონები სახეზე, რომლებზეც შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს შეტევის დაწყება.

სხივის ნერვის ნევრიტი

სხივის ნერვის ნევრიტი ხშირად ვითარდება ტრამვების, ზოგჯერ ხელის ფიქსაციით მიმდინარე ხანგრძლივი ნარკოზის, მხრის გარეთა ზედაპირზე ინექციების შედეგად.
სიმპტომები – ვლინდება წინამხრის, მტევნის გაშლითი სისუსტე კუნთების ატროფიით, წინამხრის გარეთა ზედაპირზე და თითებისა და მტევნის ზურგზე ხდება მგრძნობელობის მოშლა. მტევანი ჩამოკიდულია, თითები ნახევრადმოხრილი.

იდაყვის ნერვის ნევრიტი

იდაყვის ნერვის ნევრიტი უხშირესად ტრავმულია, ზოგჯერ ვითარდება ართრიტების დროს. სიმპტომები. ირღვევა ყველა თითის ძირითადი ფალანგების მოხრა და თითების მოზიდვა. ატროფიას განიცდიან ძვალთაშუა კუნთები (,,ბრჭყალებიანი თათი”); ირღვევა მგრძნობელობა თითებზე.

შუათანა ნერვის ნევრიტი

შუათანა ნერვის ნევრიტი ვითარდება ინფექცია/”>ინფექციების, ტრამვების დროს. სიმპტომები. გაძნელებულია I თითის წინააღმდეგობა, მუჭის შეკვრა, ატროფირდება I თითის კუნთები (,,მაიმუნის თათი”). მგრძნობელობა ირღვევა მტევნის გარეთა ზედაპირზე და I, II, II თითებზე და IV თითის ნახევარზე. არც თუ იშვიათია ტკივილების განვითარებაც.

ბარძაყის ნერვის ნევრიტი

ბარძაყის ნერვის ნევრიტი ხშირად ვითარდება მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი და სიმსივნური დაავადებების, ტრამვების დროს.
სიმპტომები – ჩნდება ტკივილები ბარძაყის წინა ზედაპირზე, გაძნელებულია მისი მოხრა და წვივის გაშლა, ბარძაყის წინა ზედაპირის კუნთები ატროფირდებიან. ქრება მუხლის რეფლექსი. დადებითია ვასერმანის სიმპტომი (დაჭიმვა).
აუცილებელია დაავადების განხსვავება მენჯ – ბარძაყის სახსრის დაზიანებისგან, რომლის დროსაც ტკივილები ვითარდება არა მარტო მოხრის, არამედ ბარძაყის როტაციის შემთხვევაშიც, მტკივნეულია ფეხის სიგრძივ ღერძზე დაყრდნობაც.

საჯდომი ნერვის ნევრიტი (იშიაზი) 

საჯდომი ნერვის ნევრიტის (იშიაზი) მიზეზები იგივეა, რაც სხვა ნევრიტების დროს, ასევე ხერხემლის ოსტეოქონდროზი. სიმპტომები. ჩნდება ტკივილები დუნდულოს მიდამოში, ბარძაყისა და წვივის უკანა ზედაპირებზე, მტკივნეულია ნერვის გაჭიმვა: დადებითია ლასეგის, დაჯდომის სიმპტომები. აღინიშნება საჯდომი, კანჭის კუნთების ჰიპოტონია, აქილევსის რეფლექსის დაქვეითება.

 ნეკნთაშუა ნევრალგია

ნეკნთაშუა ნევრალგია ვითარდება სხვადასხვა ინფექციების დროს.
სიმპტომები – ჩნდება შემოსარტყვლითი ტკივილები გულმკერდში, მტკივნეულია შესაბამისი ნეკნთაშუა უბნის პალპაცია. ტკივილები ძლიერდება ხველების, დაცემინების დროს.
არც თუ იშვიათად ნეკნთაშუა ნევრალგია წარმოადგენს შინაგანი ორგანოების, ხერხემლის დაავადებების სიმპტომს, ამიტომაც აუცილებელია ავადმყოფის დაკვირვებით გამოკვლევა.

ნევრიტების მკურნალობა

ანთების საწინააღმდეგო თერაპია, ანალგეტიკები, B ჯგუფის ვიტამინები და სსხვ., ფიზიოთერაპია, მასაჟი.

ნევრალგიები და ნევრიტებილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ნევრალგიები და ნევრიტები – პერიფერიული ნერვების დაზიანება, რაც განპირობებულია:
✔️ გადაცივებით;
✔️ ინფექციებით;
✔️ ტრავმით;
✔️ ინტოქსიკაციით;
✔️ ალერგიით;
✔️ ნივთიერებათა ცვლის დარღვევით
⭕️ ნევრალგიები და ნევრიტები ხასიათდება ხასიათდება შესაბამისი ნერვის ინერვაციის მიდამოში ტკივილებითა და მგრძნობელობის დარღვევით.
🔎 განარჩევენ:
➡️ სახის ნერვის ნევრიტი – ხშირად ვითარდება გადაციების, გრიპისა და სხვა ინფექციების დროს, იშვიათად – შუა ყურის ანთების, ქალას ფუძის მოტეხილობის გამო
➡️ სამწვერა ნერვის ნევრალგია – ვითარდება კბილების, ცხვირის დანამატი ღრუების დაავადებების, ძვლოვანი ხვრელების შევიწროების, სადაც გაივლის ნერვის ტოტები, გამო
➡️ სხივის ნერვის ნევრიტი – ხშირად ვითარდება ტრამვების, ზოგჯერ ხელის ფიქსაციით მიმდინარე ხანგრძლივი ნარკოზის, მხრის გარეთა ზედაპირზე ინექციების შედეგად
👉 იხილეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიაში – https://bit.ly/3zKTm8T
#ნევრალგია #სახისნერვისნევრიტი #სხივისნერვისნევრიტი #იდაყვისნერვისნევრიტი #შუათანანერვისნევრიტი #ბარძაყისნერვისნევრიტი #საჯდომინერვისნევრიტი #იშიაზი #ნეკნთაშუანევრალგია #ნევრიტებისმკურნალობა #როგორვუმკურნალოთნევრალგიას #ნევრალგიისმკურნალობა #ნევრიტისსიმპტომები #ნევრალგიისნიშნები #სამწვერანერვისანთება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ნერვული სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი,შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი,შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.