ლალი დათეშიძე
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია - ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლის ქრონიკული დაავადების დროს.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ენცეფალოპათიის მიზეზებია ტოქსიკური აზოტოვანი ნაერთები, რომლებიც ხვდებიან სისხლში და ტვინში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გამო. ტვინში მორფოლოგიური დარღვევები მსგავსია ჰეპატურ-ცერებრული დისტროფიის დროს გამოვლენილი დარღვევებისა.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია პროგრესირებადი დემენცია და ქერქქვეშა დარღვევები (ტრემორი, რიგიდულობა, ბრადიკინეზია). ამას შესაძლოა შეურთდეს ნათხემოვანი და პირამიდული ნიშნები. დიეტის დარღვევის დროს ხდება ფსიქიკური მოშლილობების მკვეთრი გაღრმავება; წარმოიქმნება ,,ეპიზოდური სტუპორი”, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე და ზოგჯერ გადადის ღვიძლის კომაში. განსხვავებით ჰეპატურ-ცერებრული დისტროფიისაგან, აღწერილი სიმპტომთკოპლექსი წარმოიქმნება ავადმყოფებში ღვიძლის აშკარა პათოლოგიით, ამათან ადგილი არა აქვს სპილენძის ცლის ცვლილებებს.
პროგნოზი. დაავადება ნელა პროგრესირებს; ავადმყოფები იღუპებიან ღვიძლის კომით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1317 times by 601 viewers



