შარკო-მარის პერონეალური ამიოტროფია

შარკო-მარის პერონეალური ამიოტროფია

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

შარკო-მარის პერონეალური ამიოტროფია მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება ფეხის დისტალური ნაწილების ნელა მიმდინარე პროგრესირებადი ატროფიით.

შარკო-მარის პერონეალური ამიოტროფია ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიზეზი უცნობია; აღინიშნება ფეხის პერიფერიული ნერვების პროგრესირებადი დეგენერაცია, მოგვიანებით კი ხელების, ასევე ზურგის ტვინის ფესვებისა და წინა რქების.

შარკო-მარის პერონეალური ამიოტროფია – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხშირად იწყება ბავშვობისა და ახალგაზრდა ასაკში. პირველი ნიშნებია პერონეალური კუნთებიატროფია სტეპაჟის თანდათანობითი განვითარება. ატროფიული პარეზი მატულობს ძალიან ნელა; გვიან სტადიებში პროცესში ერთვება ასევე მტევნებიც. ქრება მყესთა რეფლექსები. არაიშვიათია ტკივილები ფეხებში, დისტალური ჰიპესთეზიები. კოოორდინაცია და მენჯის ფუნქციები დარღვეული არ არის. ცერებრულ-სპინური სითხის შემადგენლობა ნორმის ფარგლებშია. ელექტრომიოგრაფია და ნერვებში გამტარობის სიჩქარის გამოკვლევა მოწმობს ამიოტროფიის ნეიროგენულ გენეზს.

შარკო-მარის პერონეალური ამიოტროფია – მკურნალობა სიმპტომატურია.

შარკო-მარის პერონეალური ამიოტროფია პროგნოზი.მრავალი წლის შემდეგაც კი ავადმყოფებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები