სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

პოლიომიელიტი მწვავე ეპიდემიური – მწვავე ვირუსული დაავადება, განპირობებული ქალას მამოძრავებელი ნერვების ბირთვების და ზურგის ტვინის წინა რქების უჯრედების დაზიანებით, რაც იწვევს დუნე დამბლის განვითარებას არეფლექსიითა და კუნთების ატროფიით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია პოლიომიელიტის ვირუსი, რომელიც იწვევს პერიფერიული მოტონეირონების სხეულების მწვავე ანთებას ვირემიის დროს.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 7 -14 დღეა. ზოგადინფექციური და სხვა სიმპტომების ფონზე ვითარდება დუნე დამბლები. დაზიანებული კუნთების მიხედვით განასხვავებენ დაავადების სპინურ და ბულბურ ფორმებს. პოლიმიელიტის განსაკუთრებით საშიში გართულებაა სუნთქვის დარღვევა, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს რესპირატორული კუნთების დამბლით, ან ბულბური ბირთვების დაზიანებით. მათი პროცესში ჩართვას ზოგჯერ თან ახლავს არტერიული ჰიპერ- და ჰიპოტეზია, ტაქიკარდია. გავრცელების მიხედვით დამბლები სხვადასხვანაირია: აღინიშნება მონო-, პარაპლეგიები, პროცესში ბულბური მუსკულატურისა და ტანის მუსკულატურის სხვადასხვა ხარისხით ჩართვით. ცერებრულ-სპინურ სითხეში აღინიშნება ლიმფოციტული პლეოციტოზი, ცილის და გლუკოზის ნორმალური შემცველობით; 50%-ში სითხე ნორმალურია. პოლიომიელიტის აბორტული და არაპარალიზური ფორმების დიფერენციალური დიაგნოზი ენტეროვირუსი გამოწვეულ სეროზულ მენინგიტთან, საკმაოდ ძნელია და ვირუსოლოგიური გამოკვლევის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ პოლიომიელიტის ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს. რთულია ასევე დიფერენცირება გიიენ-ბარეს პოლირადიკულონევროპათიასთან, რომლის დროსაც ასევე მწვავედ ვლინდება დუნე დამბლები, მაგრამ ცერებრულ-სპინურ სითხეში როგორც წესი, დაავადების პირველივე დღეებიდანვე მომატებულია ცილის შემცველობა (ცილოვან-უჯრედული დისოციაცია). მწვავე პერიოდის გართულება შეიძლება იყოს პნევმონიები, საშარდე გზების ინფექციები, ფილტვების შეშუპება, რეზიდუალურ სტადიაში – ჩონჩხის დეფორმაცია, ოსტეოპოროზი, უროლითიაზი.

მკურნალობა სიმპტომატურია; სუნთქვის უკმარისობის დროს ნაჩვენებია ხელოვნური ვენტილაცია; აღდგენით პერიოდში – მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა.

პროგნოზი. დიფუზური კუნთოვანი სისუსტე პროგნოზულად მნიშვნელოვნად კეთილსაიმედოა, ვიდრე რამდენიმე მნიშვნელოვანი კუნთის უხეში დამბლა; განსკუთრებით სერიოზულია ბუმბური დამბლა. პროფილაქტიკა. პოლიომიელიტის დროს კონტაგიოზურობა საკმაოდ მაღალია. აუცილებელია ვაქცინაცია ბავშვთა ასაკში პერორალური ვაქცინით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 779 times by 421 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka