პოლიომიელიტი მწვავე ეპიდემიური

პოლიომიელიტი მწვავე ეპიდემიური epidemic poliomyelitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პოლიომიელიტი მწვავე ეპიდემიური მწვავე ვირუსული დაავადება, განპირობებული ქალას მამოძრავებელი ნერვების ბირთვების და ზურგის ტვინის წინა რქების უჯრედების დაზიანებით, რაც იწვევს დუნე დამბლის განვითარებას არეფლექსიითა და კუნთების ატროფიით.

პოლიომიელიტი მწვავე ეპიდემიური – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია პოლიომიელიტის ვირუსი, რომელიც იწვევს პერიფერიული მოტონეირონების სხეულების მწვავე ანთებას ვირემიის დროს.

პოლიომიელიტი მწვავე ეპიდემიური – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 7 – 14 დღეა. ზოგადინფექციური და სხვა სიმპტომების ფონზე ვითარდება დუნე დამბლები. დაზიანებული კუნთების მიხედვით განასხვავებენ დაავადების სპინურ და ბულბურ ფორმებს. პოლიმიელიტის განსაკუთრებით საშიში გართულებაა სუნთქვის დარღვევა, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს რესპირატორული კუნთებიდამბლით, ან ბულბური ბირთვების დაზიანებით. მათი პროცესში ჩართვას ზოგჯერ თან ახლავს არტერიული ჰიპერ – და ჰიპოტეზია, ტაქიკარდია. გავრცელების მიხედვით დამბლები სხვადასხვანაირია: აღინიშნება მონო-, პარაპლეგიები, პროცესში ბულბური მუსკულატურისა და ტანის მუსკულატურის სხვადასხვა ხარისხით ჩართვით. ცერებრულ-სპინურ სითხეში აღინიშნება ლიმფოციტული პლეოციტოზი, ცილის და გლუკოზის ნორმალური შემცველობით; 50%-ში სითხე ნორმალურია. პოლიომიელიტის აბორტული და არაპარალიზური ფორმების დიფერენციალური დიაგნოზი ენტეროვირუსი გამოწვეულ სეროზულ მენინგიტთან, საკმაოდ ძნელია და ვირუსოლოგიური გამოკვლევის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ პოლიომიელიტის ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს. რთულია ასევე დიფერენცირება გიიენ-ბარეს პოლირადიკულონევროპათიასთან, რომლის დროსაც ასევე მწვავედ ვლინდება დუნე დამბლები, მაგრამ ცერებრულ-სპინურ სითხეში როგორც წესი, დაავადების პირველივე დღეებიდანვე მომატებულია ცილის შემცველობა (ცილოვან-უჯრედული დისოციაცია). მწვავე პერიოდის გართულება შეიძლება იყოს პნევმონიები, საშარდე გზების ინფექციები, ფილტვების შეშუპება, რეზიდუალურ სტადიაში – ჩონჩხის დეფორმაცია, ოსტეოპოროზი, უროლითიაზი.

პოლიომიელიტი მწვავე ეპიდემიური – მკურნალობა სიმპტომატურია; სუნთქვის უკმარისობის დროს ნაჩვენებია ხელოვნური ვენტილაცია; აღდგენით პერიოდში – მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა.

პოლიომიელიტი მწვავე ეპიდემიური პროგნოზი. დიფუზური კუნთოვანი სისუსტე პროგნოზულად მნიშვნელოვნად კეთილსაიმედოა, ვიდრე რამდენიმე მნიშვნელოვანი კუნთისუხეში დამბლა; განსკუთრებით სერიოზულია ბუმბური დამბლა. პროფილაქტიკა. პოლიომიელიტის დროს კონტაგიოზურობა საკმაოდ მაღალია. აუცილებელია ვაქცინაცია ბავშვთა ასაკში პერორალური ვაქცინით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები