სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

ქორეა – ჰიპერკინეზი, რომელიც ხასიათდება კიდურების, ტანისა და სახის კუნთების გაფანტული, უწესრიგო ბიძგებით. ავადმყოფები მოუსვენრად არიან, მუდმივად აღენიშნებათ გრიმასები, წამდაუწუმ ეხეთქებიან გარემომცველ საგნებს, ძნელად ინარჩუნებენ მიღებულ პოზას. ბიძგები წყვეტენ ნებით მოძრაობას, იწვევენ მის არაკოორდინირებულობას; ტიპიურია ცეკვისებრი სიარულის მანერა. ორალური ჰიპერკინეზების შედეგად ვითარდება დიზართრია, მძიმე შემთხვევებში ავადმყოფებს საერთოდ არ შეუძლიათ ლაპარაკი. ქორეის განვითარებაში მცირე მნიშვნელობა აქვს სტრიის სტრუქტურებისა და ნათხემის დაზიანებას.

სიდენგამის მცირე ქორეა - ხშირად წარმოადგენს ტვინის რევმატიული დაზიანების შედეგს, რომელიც ვითარდება ბავშვებში. პათოლოგიურ სუბსტრატს შეადგენენ ნერვული ქსოვილის ანთებითი, სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ცვლილებები. დამახასიათებელია უნებლიე, არაკოორდინირებული მოძრაობები კუნთოვანი ტონუსის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, ემოციური ლაბილობა, მტირალობა, იმპულსურობა, აგრესიულობა. ტიპიურია მუხლის რეფლექსის ტონური ფორმა (გორდონის სიმპტომი). ცერებრულ-სპინურ სითხეში ცვლილებები არ აღინიშნება. დაავადება გრძელდება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. შემთხვევათა 1/3-ში წარმოიქმნება რეციდივები. მცირე ქორეის დროს დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ტიკებთან, რომელთათვისაც დამახასიათებელია სტერეოტიპულობა და ლოკალურობა. ორსულთა ქორეა  წარმოადგენს მცირე ქორეის ვარიანტს, რომელიც წარმოიქმნება ორსულობის პირველ თვეებში ახალგაზრდა ქალებში.

გენგინგტონის ქორეა (ქორეული დემენცია) - მემკვიდრეობითი დაავადება. ქორეული ჰიპერკინეზები ჩნდება 30-40 წლის ასაკში, მოგვიანებით უერთდება პროგრესირებადი ჭკუასუსტობა, რომელიც იწვევს პიროვნების სრულ მოშლას. მოხუცებულობით ქორეასთან დიფერენცირებისას მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ანამნეზს;

მკურნალობა. ჰიპერკინეზებისა და იპულსურობის შემსუბუქება შესაძლებელია ნეიროლეპტიკების დანიშვნით. პროგნოზი აბსოლუტურად არაკეთილსაიმედოა – ავადმყოფები იღუპებიან კახექსიისა და ღრმა ჭკუასუსტობის დროს. დამძიმებული მემკვიდრეობითობის მქონე პირებისათვის მიზანშეწონილი არ არის ბავშვების ყოლა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1262 times by 576 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka