სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

ვირუსული ენცეფალიტები – ნეიროტროპული ვირუსებით გამოწვეული დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან ტვინის ნივთიერების ანთებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. ვირუსი იწვევს ნეირონების დესტრუქციას, ტვინის ქსოვილის შეშუპებას, არტერიიტებსა და წვრილი სისხლძარღვების თრომბოზს, გლიის პროლიფერაციას. ტვინის დაზიანება შეიძლება იყოს დიფუზური (ენცეფალომიელიტი), შერჩევითი (პოლიოენცეფალიტი) ან ლოკალური. ჩვეულებრივ პროცესში ჩართულია ტვინის გარსებიც.

ტკიპისმიერი (გაზაფხულ-ზაფხულის ენცეფალიტი). ვირუსი გადადის ტკიპებით. გარდა ტკიპის კბენის დროს დაინფიცირებისა, შესაძლებელია ასევე დასნებოვნება ალიმენტური გზითაც. დაავადება წარმოიქმნება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. ისევე, როგორც სხვა ნეიროინფექციების დროს, კლინიკური სურათის გამოხატულება და ნერვული სისტემის ამა თუ იმ ნაწილის დაზიანების გავრცელება ვარირებს მსუბუქი არასპეციფიკური ცხელებითი მდგომარეობიდან ან სეროზული მენინგიტებიდან, უმძიმეს მენინგოენცეფალიტებამდე, რომელიც მთავრდება ლეტალურად. განსაკუთრებით ტიპიურია ტვინის ღეროს რუხი ნივთიერების ან ზურგის ტვინის კისრის ნაწილის დაზიანების სურათი. ზოგადინფექციური სიმპტომთკოპლექსის ფონზე ვითარდება ბულბური დარღვევები და კისრისა და ზედა კიდურების დუნე დამბლები. აღინიშნება ასევე მენინგეალური სიმპტომები. მძიმე დაზიანების დროს აღინიშნება ბოდვები, ჰალუცინაციები, გონების დაბინდვა. მწვავე პერიოდში სისხლის გამოკვლევით ვლინდება ლეიკოციტოზი, ედსის მომატება; ცერებრულ-სპინურ სითხეში – ზომიერი პლეოციტოზი.

პროგნოზი. სიკვდილიანობა შეადგენს 10-დან 20%-მდე. შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება, ან გამოჯანმრთელება ნევროლოგიური დეფექტით – კისრის, ხელის, ზედა კიდურების სარტყლის კუნთების სისუსტისა და სიგამხდრის სახით.

კოღოსმიერი ენცეფალიტი (იაპონური) – გამომწვევია სპეციფიკური ვირუსი, რომელიც გადააქვთ განსაკუთრებული სახის კოღოებს. კლინიკური სურათისათვის დამახასიათებელია ენცეფალური სინდრომის გამოხატულება, გონების ღრმა დაბინდვა. სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი; სიკვდილიანობა ცალკეული აფეთქებების დროს შეადგენს 10%-ს; სრული გამოჯნმრთელება აღინიშნება დაავადებულთა ნახევარში.

ეკონომოს ლეთარგიული ენცეფალიტის მწვავე სტადია აღინიშნება როგორც ჰიპერსომნული ოფთალმოპლეგია. ეკონომოს დაავადების ჭეშმარიტი შემთხვევები ამჟამად არ გვხვდება.

პარაინფექციური და პოსვაქცინური ენცეფალიტები (მენინგოენცეფალომიელიტები). ეტიოლოგია, პათოგენეზი. გადამწყვეტია ალერიული რეაქციები. ნერვული სისტემის მხრივ პარაინფექციური გართულებები აღინიშნება თითქმის ყველა ცნობილი ინფექციების დროს. პარაინფექციური და პოსტვაქცინური გართულებების ნევროლოგიურ სინდრომს, როგორც წესი, არა აქვს რაიმე სპეციფიკური ნიშნები, მისი ბუნება დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.

ენცეფალომიელიტი ანტირაბიული აცრების დროს. ჩვეულებრივ კონსტანტირებულია ნევროლოგიური გართულებების 2-3 შემთხვევა 10 ათას ადამიანზე, რომლებმაც მიიღეს ანტირაბიული ვაქცინა. აცრის შემდგომი გაფანტული ენცეფალომიელიტი წარმოიქმნება ანტირაბიული ვაქცინის რამდენიმე ინექციის შემდეგ. განსაკუთრებით კანონზომიერია განივი მიელიტის განვითარება თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილების დაზიანების ფონზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1766 times by 710 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka