ვირუსული ენცეფალიტები

ვირუსული ენცეფალიტები viral encephalitis

ვირუსული ენცეფალიტები ნეიროტროპული ვირუსებით გამოწვეული დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან ტვინის ნივთიერების ანთებით.

ვირუსული ენცეფალიტები ეტიოლოგია, პათოგენეზი. ვირუსები იწვევს ნეირონების დესტრუქციას, ტვინის ქსოვილის შეშუპებას, არტერიიტებსა და წვრილი სისხლძარღვების თრომბოზს, გლიის პროლიფერაციას. ტვინის დაზიანება შეიძლება იყოს დიფუზური (ენცეფალომიელიტი), შერჩევითი (პოლიოენცეფალიტი) ან ლოკალური. ჩვეულებრივ პროცესში ჩართულია ტვინის გარსებიც.

ვირუსული ენცეფალიტები – ტკიპისმიერი (გაზაფხულ-ზაფხულის ენცეფალიტი). ვირუსები გადადის ტკიპებით. გარდა ტკიპის კბენის დროს დაინფიცირებისა, შესაძლებელია ასევე დასნებოვნება ალიმენტური გზითაც. დაავადება წარმოიქმნება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. ისევე, როგორც სხვა ნეიროინფექციების დროს, კლინიკური სურათის გამოხატულება და ნერვული სისტემის ამა თუ იმ ნაწილის დაზიანების გავრცელება ვარირებს მსუბუქი არასპეციფიკური ცხელებითი მდგომარეობიდან ან სეროზული მენინგიტებიდან, უმძიმეს მენინგოენცეფალიტებამდე, რომელიც მთავრდება ლეტალურად. განსაკუთრებით ტიპიურია ტვინის ღეროს რუხი ნივთიერების ან ზურგის ტვინის კისრის ნაწილის დაზიანების სურათი. ზოგადინფექციური სიმპტომთკოპლექსის ფონზე ვითარდება ბულბური დარღვევები და კისრისა და ზედა კიდურების დუნე დამბლები. აღინიშნება ასევე მენინგეალური სიმპტომები. მძიმე დაზიანების დროს აღინიშნება ბოდვები, ჰალუცინაციები, გონების დაბინდვა. მწვავე პერიოდში სისხლის გამოკვლევით ვლინდება ლეიკოციტოზი, ედსის მომატება; ცერებრულ-სპინურ სითხეში – ზომიერი პლეოციტოზი.

ვირუსული ენცეფალიტები პროგნოზი. სიკვდილიანობა შეადგენს 10-დან 20%-მდე. შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება, ან გამოჯანმრთელება ნევროლოგიური დეფექტით – კისრის, ხელის, ზედა კიდურების სარტყლის კუნთების სისუსტისა და სიგამხდრის სახით.

ვირუსული ენცეფალიტებიკოღოსმიერი ენცეფალიტი (იაპონური) გამომწვევია სპეციფიკური ვირუსი, რომელიც გადააქვთ განსაკუთრებული სახის კოღოებს. კლინიკური სურათისათვის დამახასიათებელია ენცეფალური სინდრომის გამოხატულება, გონების ღრმა დაბინდვა. სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი; სიკვდილიანობა ცალკეული აფეთქებების დროს შეადგენს 10%-ს; სრული გამოჯნმრთელება აღინიშნება დაავადებულთა ნახევარში.

ვირუსული ენცეფალიტებიეკონომოს ლეთარგიული ენცეფალიტი მწვავე სტადია აღინიშნება როგორც ჰიპერსომნული ოფთალმოპლეგია. ეკონომოს დაავადების ჭეშმარიტი შემთხვევები ამჟამად არ გვხვდება.

ვირუსული ენცეფალიტებიპარაინფექციური და პოსვაქცინური ენცეფალიტები (მენინგოენცეფალომიელიტები). ეტიოლოგია, პათოგენეზი. გადამწყვეტია ალერიული რეაქციები. ნერვული სისტემის მხრივ პარაინფექციური გართულებები აღინიშნება თითქმის ყველა ცნობილი ინფექცია/”>ინფექციების დროს. პარაინფექციური და პოსტვაქცინური გართულებების ნევროლოგიურ სინდრომს, როგორც წესი, არა აქვს რაიმე სპეციფიკური ნიშნები, მისი ბუნება დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.

ვირუსული ენცეფალიტებიენცეფალომიელიტი ანტირაბიული აცრების დროს. ჩვეულებრივ კონსტანტირებულია ნევროლოგიური გართულებების 2-3 შემთხვევა 10 ათას ადამიანზე, რომლებმაც მიიღეს ანტირაბიული ვაქცინა. აცრის შემდგომი გაფანტული ენცეფალომიელიტი წარმოიქმნება ანტირაბიული ვაქცინის რამდენიმე ინექციის შემდეგ. განსაკუთრებით კანონზომიერია განივი მიელიტის განვითარება თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილების დაზიანების ფონზე.

ნერვული სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.