ლალი დათეშიძე
მწვავე სპინალური ეპიდურიტი – ზურგის ტვინის ეპიდურული ქსოვილის კეროვანი ჩირქოვანი ანთება.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადება წარმოიქმნება როგორც ნებისმიერი ლოკალიზაციის ჩირქოვანი ინფექციის, ასევე ხერხემლის სეპტიკოპიემიისა და ოსტეომიელიტის გართულება.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ზოგადი ინფექციური გართულებების ფონზე (მაღალი ტემპერტურა, ნეიტროფილოზი, ედსის მომატება, ზოგადი მძიმე მდგომარეობა) წარმოიქმნება ინტენსიური ფესვური ტკივილები. ამ ფონზე სწრაფად ვლინდება პარა- ან ტეტრაპლეგია, მგრძნობელობის მოშლა აბსცესის დონის ქვევით და მენჯისმიერი დარღვევები. წელის ჩხვლეტა ავლენს სუბარაქნოიდული სივრცის ამა თუ იმ ხარისხის ბლოკადას; ლუმბური პუნქცია დასაშვებია მხოლოდ კერის ლოკალიზაციისას კისრის ან გულმკერდის არეში; გავა-წელის არეში ლოკალიზაციის დროს გარდაუვალია ინფექციის შეტანა ქსელქვეშა სივრცეში, რაც იწვევს ჩირქოვანი მენინგიტის განვითარებას. ეპიდურიტის დიაგნოზის დადგენა შედარებით იოლია და დაფუძნებულია ზოგადინფექციური სიმპტომების შერწყმაზე ფესვურ-სპინურთან. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ეპიდურიტის დიფერენცირება განივი მიელიტისაგან. იმასთან დაკავშირებით, რომ იზოლირებული მიელიტი ძალიან იშვიათი დაავადებაა, ყველა საეჭვო შემთხვევაში პრიორიტეტი ეძლევა ეპიდურიტს, რომელიც მოითხოვს აუცილებელ ქირურგიულ ჩარევას. ნაჩვენებია მიელოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია: ლამინექტომია და ჩირქოვანი კერის მოცილება. ოპერაციამდე და მის შემდეგ ინიშნება ანტიბიოტიკები მასიური დოზებით.
პროგნოზი. დროული ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში, როგორც წესი, დგება გამოჯანმრთელება. შორს წასულ შემთხვევებში ვითარდება ზურგის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, დამბლები, უროგენული ინფექცია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1340 times by 623 viewers



