სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კარდიოსკლეროზი (cardiosclerosis) – გულის კუნთისა (მიოკარდიოსკლეროზი) და სარქველების დაზიანება მათში ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარების შედეგად, სხვადასხვა ზომის უბნების (მიკროსკოპულიდან მსხვილ კერებამდე) წარმოქმნისა და გავრცელების სახით, რომლებიც ჩაენაცვლებიან მიოკარდს ან დეფორმირებულ სარქველებს. წარმოადგენს რევმატიზმისა და სხვადასხვა წარმოშობის მიოკარდიტების (მიოკარდიული კარდიოსკლეროზი) ან კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის (კორონაროგენული ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი) შედეგს. სხვა წარმოშობის კარდიოსკლეროზის კლინიკური მნიშვნელობა მცირეა (მიოკარდის დისტროფიისა და ჰიპერტროფიის, გულის ტრავმების, მისი სხვა დაავადებების შედეგი).
დიაგნოზი. მიოკარდიოსკლეროზის გამოვლინებებია სტაბილური არითმიები და გულის შიგა გამტარობის დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა. ათეროსკლეროზულმა კარდიოსკლეროზმა შესაძლოა გამოიწვიოს სარქვლოვანი მანკები მხოლოდ მიტრალური (პაპილარული მანკი) ან აორტული სარქვლის უკმარისობის ფორმით; ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზის დროს შესაძლოა წარმოიქმნას სტენოკარდიის შეტევები, ასევე შესაძლოა განვითარდეს გულის ქრონიკული ანევრიზმა. მიმდინარეობა ხშირად ნელა მოპროგრესირეა ძირითადი დაავადების ქრონიკული რეციდიული (რევმატიზმი) ან პროგრესირებადი (ათეროსკლეროზი) ხასიათის გამო.
მკურნალობაში შედის ძირითადი დაავადების მკურნალობა; ცალკეული სინდრომების პათოგენეტიკული თერაპია; ასევე არითმიების, ატრიოვენტრიკულური ბლოკადების, გულის ქრონიკული უკმარისობის (იმის გათავლისწინებით, რომ კარდიოსკლეროზის დროს მიოკარდის ტოლერანტობა საგულე გლიკოზიდებისადმი როგორც წესი, ქვეითდება) მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 2319 times by 1115 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka