სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ბავშვთა დაავადებები

ცელიაკია (celiac disease) – ხასიათდება ნაწლავში შეწოვის პროცესების დარღვევით, წვრილი ნაწლავის სუბ- ან ატროფიითა და დადებითი რეაქციით აგლუტეინურ დიეტაზე. ცელიაკია გადაეცემა ავტოსომურ-დომინანტური ტიპით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. დადგენილია დაავადების კავშირი საკვებად გლიადინის – ხორბლის, ჭვავისა და შვრიის მარცვლოვნების ცილის მიღებასთან. თუმცა ლორწოვან გარსზე გლიადინის ზემოქმედების  პათოლოგიური მექანიზმი ბოლომდე დადგენილი არ არის. არსებობს ვარაუდი ენზიმური დეფექტის არსებობაზე, კერძოდ, გლიადინპეპტიდაზას ან რომელიმე სხვა ფერმენტის არარსებობა ან უკმარისობა, რომელიც მონაწილეობს გლუტეინის დაშლაში; არსებობს ასევე მონაცემები ამ პათოლოგიის დროს წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსში იმუნოლოგიური რეაქციების შესახებ.
კლინიკურ სურათი. კლინიკურ ვარიანტებს შორის გამოიყოფა ჭეშმარიტი ცელიაკია და ცელიაკიის სინდრომი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დროს. ხშირად ცელიაკიის დასაწყისი ემთხვევა საკვებ რაციონში შემატებითი საკვების მიღებას, რომლებიც შეიცავენ ფქვილოვან ნაწარმს. ამიტომ დაავადების ნიშნები ჩნდება 6-12 თვის ასაკში. ვლინდება გახშირებული უხვი, ქაფიანი, ცხიმიანი განავალი, მკვეთრი სუნით და ღია ფერის ან მორუხო ელფერით. განავალში, როგორც წესი, ვერ ვლინდება ნაწლავის პათოლოგიური მიკროფლორა. მკურნალობა დისპეფსიის ჩვეულებრივი მეთოდებით ეფექტს არ იძლევა. ბავშვი მოთენთილია, ფერმკრთალი, ცუდად ჭამს, წონაში იკლებს. თანდათანობით ვითარდება დისტროფია და ბავშვებს ეძლევათ დამახასიათებელი გარეგნობა: მკვეთრი გამოფიტვა, ჩამქრალი მზერა, მკვეთრი ლორწოვანი გარსები, დიდი მუცელი. რიგ შემთხვევებში ვითარდება შეშუპებები ქვედა კიდურებზე, ზოგჯერ ადგილი აქვს ძვლების სპონტანურ მოტეხილობებს; აღინიშნება ფსევდოასციტი. შემდეგში უერთდება პოლივიტამინური უკმარისობის სიმპტომებიც (მშრალი კანი, სტომატიტი, კბილების, ფრჩხილების, თმების დისტროფია და სხვ.). ცელიაკიის, განსაკუთრებით კი  მისი ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს, ადგილი აქვს დისაქარიდების, ცხიმების, ვიტამინების, რკინის, კალციუმის შეწოვის დარღვევას, ირღვევა ცისტეინის ტრანსპორტი, ტრიპტოფანის ცვლა, ანუ ლაპარაკია უნივერსალურ მალაბსორბციაზე. აღინიშნება ბავშვების როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა. დაავადების მნიშვნელოვანი სიმპტომია ტანდაბლობა. ცელიაკიის მიმდინარეობა ტალღისებურია, არაიშვიათად თან ერთვის მეორადი ინფექცია, რაც რიგ შემთხვევებში წყვეტს ავადმყოფის ბედს.
ცელიაკიის დიაგნოსტიკა რთული არ არის. თუკი აგლუტეინური დიეტით ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება, ხოლო დიეტის დარღვევები იწვევს ცელიაკიისათვის დამახასიათებელი განავლის გაჩენას, დიაგნოზი თითქმის უეჭველია. საბოლოო დიგნოზის დადგენა ხდება წვრილი ნაწლავის ლორწოვანის ბიოპტატების ანალიზით.
მკურნალობა ცელიაკიის დროს კომპლექსურია. ძირითადია აგლუტეინური დიეტის დანიშვნა. ბავშვები კარგად იტანენ კარტოფილს, ხილს, ბოსტნეულს, სიმინდისა და სოიოს ფქვილს, მცენარეულ ცხიმებს, ხორცს და თევზს და სხვ. აგლუტეინური დიეტის დაცვისას ავადმყოფი წონაში მატებას იწყებს 3 კვირაში. ნაწლავში ჰისტოლოგიური ცლილებები ქრება 2 – 2,5 წლის შემდეგ.
პროგნოზი დიეტის დაცვისა და სწორი მკურნაობის დროს კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 9073 times by 3646 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka