სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

პედიატრიული დაავადებები

ეტიოლოგია, პათოგენეზი. მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც უკავშირდება ანტიდიურეზული ჰორმონისადმი თირკმლის მილაკების მგრძნობელობის დაკარგვას. ნეფროგენური უშაქრო დიაბეტი საჭიროა განვასხვავოთ ნეიროჰიპოფიზულისაგან, რომლის დროსაც თირკმლის რეაქცია ანტიდიურეზულ ჰორმონზე შენარჩუნებულია, მაგრამ დარღვეულია ჰიპოთალამური ნეიროსეკრეციის პროცესები. ნეფროგენული უშაქრო დიაბეტის დროს მნიშვნელოვნადაა დარღვეული თირკმლის ჰემოსტაზური ფუნქცია. ეს იწვევს სისხლის პლაზმის ოსმოსური წნევის მნიშვნელოვან რყევებს და ჰიპერელექტროლიტემიას; განსაკუთრებით დიდია ეს რყევები ადრეული ასაკის ბავშვებში, რომლებსაც ჯერ კიდევ განვითარებული არა აქვთ წყურვილის გრძნობა. დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა იწვევს დეჰიდრატაციასა და ტოქსიკოზს.
კლინიკური სურათი. დაავადება ვლინდება 3-6 თვის ასაკში დიურეზის გაზრდით, ღებინებით, შეკრულობებისაკენ მიდრეკილებით, ცხელებით; წყურვილის გრძნობა შესაძლებელია არ აღინიშნებოდეს. ჩვილი ბავშვის დღიური შარდის მოცულობამ შესაძლებელია მიაღწიოს 2 ლ-ს, შედარებით უფროს ასაკში – 5-ლ-ს; აღინიშნება ,,მარილოვანი ცხელება”, შესაძლებელია კრუნჩხვითი მდგომარეობების განვითარება. წყალ-მარილოვანი წონასწორობის დარღვევებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპოტროფია, ფიზიკური განვითარების, ზოგიერთ ბავშვში კი გონებრივი განვითარების შეფერხება. სითხის საკმარისი რაოდენობით შეყვანისას ეს არ აღინიშნება. შედარებით უფროს ბავშვებში დეჰიდრაცია ვითარდება იშვიათად, სითხის დაკარგვა კომპენსირდება მისი მიღებით და პლაზმის საერთო ოსმოსურობა შენარჩუნებულია ნორმის ფარგლებში. გორგლოვანი ფილტრაცია, ფოსფატების, ამინომჟავების, გლუკოზის ექსკრეცია, როგორც წესი, ნორმის ფარგლებშია. დიაგნოსტიკისათვის ზოგჯერ აუცილებელია ბიოფსია. ჯანმრთელ ბავშვებში შარდის ოსმოსური კონცენტრაცია მატულობს 1000 მოსმ/ლ, ოსმოსური კონცენტრაციული კოეფიციენტი აღემატება 2,5. უშაქრო დიაბეტის დროს შარდის ოსმოსურობა დაახლოებით შეესაბამება პლაზმის ოსმოსურობას. ოსმოსური კოეფიციენტი შეადგენს დაახლოებით 1; ანტიდიურეზული ჰორმონის შეყვანას თან ახლავს დიურეზის შემცირება და შარდის ოსმოსურობის მომატება; ნეფროგენური დიაბეტის დროს ანტიდიურეზული ჰორმონის შეყვანაზე რეაქცია არ აღინიშნება.
თირკმლისმიერი უშაქრი დიაბეტის მკურნალობა ატარებს სიმპტომატურ ხასიათს და მიმართულია წყალ-მარილოვანი წონასწორობის შენარჩუნებისაკენ საკმარისი რაოდენობით სითხის შეყვანის გზით. პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა – სამედიცინო – გენეტიკური კონსულტირება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 769 times by 408 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka