ლალი დათეშიძე
D ჰიპერვიტამინოზი – მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება ვიტამინი D-ს გადაჭარბებული მიღების ან მისდამი მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს; ხასიათდება D-ვიტამინური ინტოქსიკაციის სიმპტომთკომპლექსის განვითარებით.
ეტიოლოგია. ვიტამინი D-ს დიდი დოზებით გამოყენება მკურნალობის ან პროფილაქტიკისათვის; ზოგჯერ ჰიპერვიტამინოზს იწვევს მცირე დოზებიც, რაც აიხსნება D ვიტამინისადმი მომატებული მგრძნობელობით.
პათოგენეზი. ძირითადია ვიტამინი D-ს ტოქსიკური მოქმედება უჯრედულ მემბრანებზე, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები ჰიპერკალციემიისა და ჰიპერკალციურიის, ჰიპერფოსფატურიის, აციდოზის, ქსოვილთა და შინაგანი ორგანოების კალცინოზის განვითარებით.
კლინიკური სურათი. მადის დაქვეითება, ღებინება, ყაბზობა, ფიზიკურ განვითარებაში შეფერხება, წყურვილი, პოლიურია. ბავშვი აგზნებულია, შემდეგ კი მოთენთილია, შესაძლებელია კრუნჩხვები, არტერიული წნევის მომატება, პულსის შენელება. წამყვანი ბიოქიმიური ნიშანია ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია; შარდი შეიცავს ცილას, ცილინდებს.
დიაგნოზი ემყარება ანამნეზის მონაცემებს, კლინიკურ სიმპტომებს, სულკოვიჩის დადებით სინჯს, ჰიპერკალციემიისა და ჰიპერკალციურიის გამოვლინებას, ტუტე ფოსფატაზის აქტიურობის დაქვეითებას. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ჰიპერპარათირეოზთან, იდიოპათიკურ კალცინოზთან.
მკურნალობა. ვიტამინი D-ს მიღების შეწყვეტა იწვევს მდგომარეობის გაუმჯობესებას. მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში,
პროფილაქტიკა. D ვიტამინით რაქიტის მკურნალობის დროს მიზანშეწონილია შარდში კალციუმის განსაზღვრა სულკოვიჩის მეთოდით.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1017 times by 547 viewers



