✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები
ბავშვის მაკრატელი
ბავშვის წყლის თერმომეტრი
საბავშვო კრემები
საბავშვო ზეთები
საბავშვო ტალკი (პუდრი)
საბავშვო ლოსიონები
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებები
საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
ბავშვის თმის კონდიციონერები
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
ბავშვის კბილის ჯაგრისები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადება
სიდრომების ჯგუფი, რომლებიც გაპირობებულია ადრეულ ნეონატალურ პერიოდში სისხლის შედედების ზოგიერთი ფაქტორების ტრანზიტორული უკმარისობით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი
ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადება გვხვდება ორი ფორმით; პირველადი – К ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული და მეორადი, რომელიც ვითარდება დასუსტებულ ან დღენაკლულ ბავშვებში და არ წარმოადგენს К ვიტამინის მარტივი დეფიციტის შედეგს. დაავადებას საფუძვლად უდევს სისხლძარღვშიგა კოაგულაცია, რომელიც გამოწვეულია ვიტამინ-К-დამოკიდებული ფაქტორების II-VII-IX და Х აქტიურობის დაქვეითებით, თრომბოციტების რიცხვის ცვლილებისა და ერითროციტების ფრაგმენტაციის გარეშე.
კლინიკური სურათი
პირველადი ფორმის დროს ჰემორაგიული სიმპტომები ვლინდება სიცოცხლის მე-2 და მე-4 დღეებს შორის, კუჭ-ნაწლავიდან და ცხვირიდან სისხლდენების, გენერალიზებული ექკიმოზების, ჰემატომების სახით. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ იცვლება. პროთრომბინის დრო გახანგრძლივებულია და ბავშვების უმრავლესობაში აღინიშნება II-VII-IX და Х ფაქტორების დეფიციტი V ფაქტორის ნორმალური დონის დროს. К ვიტამინის შეყვანის შემდეგ დგება სწრაფი დადებითი დინამიკა. როგორც ჩანს ადგილის აქვს ვიტამინი К-ს უფრო გამოხატულ დეფიციტს, რომელიც აღინიშნება ჯანმრთელ ბავშვებშიც ნეონატალურ პერიოდში. მეორადი ფორმის დროს ბავშვებს, როგორც წესი, ვლინდება ჰიპოქსიის ან ინფექციის ნიშნები. სისხლდენის აღნიშნულ მოვლენებთან ერთად ადგილი აქვს ტვინში, ტვინის პარკუჭებში სისხლჩაქცევას, ფილტვისმიერ სისხლდენებს და სხვ. ვლინდება სისხლის შედედების სხვადასხვაგვარი დეფექტები: პროთრომბინის დროის ზომიერი გახანგრძლივება, ასევე V და VII ფაქტორების დაბალი დონე, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, არაიშვიათად მათი ფუნქციის დარღვევით. К ვიტამინის ეფექტი დაბალია.
დიაგნოზი
ბაზირდება კლინიკურ მონაცემებზე და ჰემატოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე (თრომბოტესტი, II და VII ფაქტორების კომბინირებული აქტიურობის განსაზღვრა, თრომბოციტების დათვლა, ჰემოგლობინის განსაზღვრა, სისხლის ნაცხები და სხვ.). დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სხვა ჰემორაგიულ დიათეზებთან.
მკურნალობა
ტარდება შესაბამისი მკურნალობა; პროგნოზი პირველადი ფორმის დროს კეთილსაიმედოა, მეორადის დროს – სერიოზულია. პედიატრიული დაავადებები
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.