სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

პედიატრიული დაავადებები

ქალასშიდა სამშობიარო ტრამვა (intracranial birth injury) – ბავშვის ტვინის დაზიანება მშობიარობის დროს, რომელსაც საფუძვლად უდევს სისხლძარღვების დაზიანება და ქალაშიდა სისხლჩაქცევა.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ქალაშიდა სამშობიარო ტრავმის წარმოქმნას, შესაძლოა იყოს: ორსულობის პათოლოგია – ტოქსიკოზი, ეკლამფსია, დედის დაავადებები, ნაყოფის თავზე მეტისმეტი მექანიკური ზეწოლა სამშობიარო გზებში გასვლისას – ვიწრო მენჯი, ნაყოფის მდებარეობის ანომალიები, სამეანო ჩარევები. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება სისხლძარღვების აგებულების სპეციფიკურობა, კაპილარების დაბალი რეზისტენტობა, ახალშობილის სისხლში პროთრობინისა და ფიბრინოგენის დაბალი შემცველობა და სისხლის შემადედებელი სისტემის შესაძლო დეფექტები, სისხლძარღვთა ტონუსის ნერვული რეგულაციის არასრულყოფილება. ჟანგბადის უკმარისობა და აციდოზი ასევე ხელს უწყობენ სისხლჩაქცევების განვითარებასა და ტვინის ჰიპოქსიას. ლოკალიზაციის მიხედვით სისხლჩაქცევა შეიძლება იყოს: ეპიდურული (ქალაშიდა კეფალოჰემატომები) – ქალას ძვლების დაზიანების დროს; სუბდურული – ვენური სინუსების დაზიანების დროს, ასევე ნათხემის კარვის დაზიანების დროს; სუბარაქნოიდული – ტვინის რბილ გარსში და ქსელქვეშა სივრცეში; პარკუჭშიგა – გვერდით, იშვიათად III და IV პარკუჭებში, ტვინის ნივთიერებაში, – გვხვდება უპირატესად დღენაკლულ ბავშვებში.
კლინკური სურათს განსაზღვრავს სისხლჩაქცევის ლოკალიზაცია და მისი ზომები. დიდი ზომის სისხლჩაქცევები სასიცოცხლო მნიშვნელობის ცენტრებში ვლინდება დაბადებისთანავე უკიდურესად მძიმე მდგომარეობით. ქალაშიდა ტრავმის ნიშნები შესაძლებელია გამოვლინდეს ასევე მოგვიანებითაც – რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. ქალაშიდა ტრავმის კლინიკაში გამოყოფენ ნეიროსისხლძარღვოვანი დარღვევების 3 სტადიას: პირველი სტადია – კუნთოვანი ტონუსის დათრგუნვა, აქტიური მოძრაობების არარსებობა, სუსტად გამოხატული ფიზიოლოგიური რეფლექსები; დამახასიათებელია ნისტაგმი, სიელმე, ჩამავალი მზის სიმპტომი. კანი ფერმკრთალია, ციანოზური ელფერით; აღინიშნება სუნთქვის მოშლილობა, ბრადიკარდია, არითმია. მეორე სტადია – აგზნება: ვლინდება ზოგადი აგზნება, უწესრიგო მოძრაობები, კუნთების ჰიპერტონია, ტრემორი, კლონური კრუნჩხვები; აღინიშნება დიდი ყოფლიბანდის დაჭიმვა. კიდურების, პირის ირგვლის კანის ციანოზი; მატულობს სუნთქვის დარღვევები, აღინიშნება ტაქიკარდია. ვითარდება პარეზები და დამბლები. მესამე სტადია – ცენტრალური ნერვული სისტემის ნელი აღდგენა; შესაძლებელია გახანგრძლივდეს. ბავშვი ჩამორჩება ნერვულ – ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაში. თავზურგტვინის პუნქციის დროს აღინიშნება სითხის მომატებული წნევა 100 – 160 მმ წყ სვ. (ნორმა 70-90 მმ წყ სვ.), ვლინდება ციტოზი, შეცვლილი ერითროციტები, ცილა 2 გ/ლ და ზევით.
დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზის მონაცემებს, კლინიკურ ნიშნებს, თვალის ფსკერის გამოკვლევებს, თავზურგტვინის სითხის, ეეგ გამოკვლევებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ტვინის განვითარების მანკებთან, ენცეფალოპათიებთან, პერინატალურ ინფექციებთან, მეტაბოლურ დარღვევებთან (ჰიპოკალციემია, ჰიპოგლიკემია).
მკურნალობა. ტარდება შესაბამისი მკურნალობა. პროგნოზი ყოველთვის სერიოზულია მაღალი ლეტალობისა და მყარი ინვალიდობის განვითარების გამო.
პროფილაქტიკა: ნაყოფის ანტენატალური დაცვა, ასფიქსიის პროფილაქტიკა, ტოქსიკოზების მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1261 times by 704 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka