✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები
ბავშვის მაკრატელი
ბავშვის წყლის თერმომეტრი
საბავშვო კრემები
საბავშვო ზეთები
საბავშვო ტალკი (პუდრი)
საბავშვო ლოსიონები
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებები
საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ბავშვის თმის კონდიციონერები
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
ბავშვის კბილის ჯაგრისები
ქალაშიდა სამშობიარო ტრავმა
ქალაშიდა სამშობიარო ტრავმა (intracranial birth injury) – ბავშვის ტვინის დაზიანება მშობიარობის დროს, რომელსაც საფუძვლად უდევს სისხლძარღვების დაზიანება და ქალაშიდა სისხლჩაქცევა.
ეტიოლოგია, პათოგენეზი
ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ქალაშიდა სამშობიარო ტრავმის წარმოქმნას, შესაძლოა იყოს: ორსულობის პათოლოგია – ტოქსიკოზი, ეკლამფსია, დედის დაავადებები, ნაყოფის თავზე მეტისმეტი მექანიკური ზეწოლა სამშობიარო გზებში გასვლისას – ვიწრო მენჯი, ნაყოფის მდებარეობის ანომალიები, სამეანო ჩარევები. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება სისხლძარღვების აგებულების სპეციფიკურობა, კაპილარების დაბალი რეზისტენტობა, ახალშობილის სისხლში პროთრობინისა და ფიბრინოგენის დაბალი შემცველობა და სისხლის შემადედებელი სისტემის შესაძლო დეფექტები, სისხლძარღვთა ტონუსის ნერვული რეგულაციის არასრულყოფილება.ჟანგბადის უკმარისობა და აციდოზი ასევე ხელს უწყობენ სისხლჩაქცევების განვითარებასა და ტვინის ჰიპოქსიას. ლოკალიზაციის მიხედვით სისხლჩაქცევა შეიძლება იყოს: ეპიდურული (ქალაშიდა კეფალოჰემატომები) – ქალას ძვლების დაზიანების დროს; სუბდურული – ვენური სინუსების დაზიანების დროს, ასევე ნათხემის კარვის დაზიანების დროს; სუბარაქნოიდული – ტვინის რბილ გარსში და ქსელქვეშა სივრცეში; პარკუჭშიგა – გვერდით, იშვიათად III და IV პარკუჭებში, ტვინის ნივთიერებაში, – გვხვდება უპირატესად დღენაკლულ ბავშვებში.
კლინკური სურათი
განსაზღვრავს სისხლჩაქცევის ლოკალიზაცია და მისი ზომები. დიდი ზომის სისხლჩაქცევები სასიცოცხლო მნიშვნელობის ცენტრებში ვლინდება დაბადებისთანავე უკიდურესად მძიმე მდგომარეობით. ქალაშიდა ტრავმის ნიშნები შესაძლებელია გამოვლინდეს ასევე მოგვიანებითაც – რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ.
ქალაშიდა ტრავმის კლინიკაში გამოყოფენ ნეიროსისხლძარღვოვანი დარღვევების 3 სტადიას:
პირველი სტადია – კუნთოვანი ტონუსის დათრგუნვა, აქტიური მოძრაობების არარსებობა, სუსტად გამოხატული ფიზიოლოგიური რეფლექსები; დამახასიათებელია ნისტაგმი, სიელმე, ჩამავალი მზის სიმპტომი. კანი ფერმკრთალია, ციანოზური ელფერით; აღინიშნება სუნთქვის მოშლილობა, ბრადიკარდია, არითმია. მეორე სტადია – აგზნება: ვლინდება ზოგადი აგზნება, უწესრიგო მოძრაობები, კუნთების ჰიპერტონია, ტრემორი, კლონური კრუნჩხვები; აღინიშნება დიდი ყოფლიბანდის დაჭიმვა. კიდურების, პირის ირგვლის კანის ციანოზი; მატულობს სუნთქვის დარღვევები, აღინიშნება ტაქიკარდია. ვითარდება პარეზები და დამბლები. მესამე სტადია – ცენტრალური ნერვული სისტემის ნელი აღდგენა; შესაძლებელია გახანგრძლივდეს. ბავშვი ჩამორჩება ნერვულ – ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაში. თავზურგტვინის პუნქციის დროს აღინიშნება სითხის მომატებული წნევა 100 – 160 მმ წყ სვ. (ნორმა 70-90 მმ წყ სვ.), ვლინდება ციტოზი, შეცვლილი ერითროციტები, ცილა 2 გ/ლ და ზევით.
დიაგნოზი
ეყრდნობა ანამნეზის მონაცემებს, კლინიკურ ნიშნებს, თვალის ფსკერის გამოკვლევებს, თავზურგტვინის სითხის, ეეგ გამოკვლევებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ტვინის განვითარების მანკებთან, ენცეფალოპათიებთან, პერინატალურ ინფექციებთან, მეტაბოლურ დარღვევებთან (ჰიპოკალციემია, ჰიპოგლიკემია).
მკურნალობა
ტარდება შესაბამისი მკურნალობა. პროგნოზი ყოველთვის სერიოზულია მაღალი ლეტალობისა და მყარი ინვალიდობის განვითარების გამო.
პროფილაქტიკა
ნაყოფის ანტენატალური დაცვა, ასფიქსიის პროფილაქტიკა, ტოქსიკოზების მკურნალობა. პედიატრიული დაავადებები
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.