ლალი დათეშიძე
კანისა და ვენერიული დაავადებები
ვარდისფერი ლიქენი (pityriasis rosea) – კანის დაავადება, ინფექციური ერითემების ჯგუფიდან.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ვარდისფერი ლიქენის გამომწვევი ცნობილი არ არის (სავარაუდოდ ვირუსია). დაავადების განვითარებას ხელს უწყობს გაცივება. დაავადების აფეთქებები აღინიშნება ხშირად გაზაფხულსა და შემოდგომაზე. დამახასიათებელია ციკლურობა და რეციდივების არარსებობა, რაც როგორც ჩანს, განპირობებულია იუნიტეტის განვითარებით.
კლინიკური სურათი. დაავადება იწყება სხეულის კანზე ერთეული მსხვილი, მრგვალი ვარდისფერი ლაქის გაჩენით დიამეტრით 2 სმ და მეტი (ე. წ. დედა – ბალთა), რომლის ცენტრალური ნაწილი თანდათანობით ღებულობს მოყვითალო ელფერს, თითქოს იჭმუხნება და იწყებს აქერცვლას. დედა – ბალთის წარმოქმნიდან რამდენიმე დღის შემდეგ სხეულისა და კიდურების კანზე წარმოიქმნება მრავლობითი მცირე ზომის ოვალური ვარდისფერი ლაქები, დიამეტრით 0,5 – 1 სმ. ლაქების ცენტრში თანდათანობით ვლინდება ოდნავ შესამჩნევი მშრალი ქერცლები, ხოლო პერიფერიაზე – ქერცლებისაგან თავისუფალი წითელი ქობა, რის გამოც ლაქა
ღებულობს მედალიონის შესახედაობას. გამონაყარი მიდრეკილია გაერთიანებისაკენ. სუბიექტური შეგრძნებები ხშირად არ აღინიშნება, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია ქავილი. დაავადების ხანგრძლივობაა 4 – 6 კვირა, რის შემდეგაც გამონაყარი თვითნებურად ქრება.
დიაგნოზი ეფუძნება დამახასიათებელ კლინიკურ სურათს.
მკურნალობა. აკრძალულია დაბანა და შალისა და სინთეზური თეთრეულის ტარება. ინიშნება კალციუმის პრეპარატები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ასკორუტინი. დაავადების გავრცელებული ფორმების დროს გამოხატული ტემპერატურული რეაქციით, დამატებით ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. ნაჩვენებია ასევე კორტიკოსტეროიდული მაზები და სხვ.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 4422 times by 2011 viewers


