ლალი დათეშიძე
რევმატიზმი – ბავშვებში რევმატიზმი ხასიათდება მწვავე, მძიმე, მორეციდივე მიმდინარეობით. როგორც წესი, ზიანდება გულ – სისხლძარღვთა სისტემა, ამასთან ყოველი შემდგომი შეტევის შემდეგ მისი დაზიანება ძლიერდება. ბავშვებში გულ-სისხლძარღვოვანი დეკომპენსაციის საფუძველს ყოველთვის წარმოადგენს რევმატიული პროცესის აქტივაცია. ბავშვებში რევმატიზმის ,,აბსოლუტური” ნიშნებია – გულის პროგრესირებადი დაზიანება, განსაკუთრებით სახსრების დაზიანებასთან ერთად, ქორეა, ანულარული გამონაყარი და რევმატიული კვანძები.
ლატენტური რევმატიზმის დროს საკმაოდ რთულია დაავადების ვარიანტის გამოცნობა: დიაგნოზს ადასტურებს მხოლოდ გულის მანკის არსებობა. პირველადად ლატენტურთან ერთად არსებობს ასევე მეორად – ლატენტური რევმოკარდიტი: კლინიკურად გამოხატული აქტიურობის გარეშე მიმდინარე; ეს ფორმა ასევე იწვევს გულის მანკების (ხშირად კომბინირებულის) ფორმირებას და კარდიოსკლეროზის განვითარებას.
მკურნალობა ტარდება სტაციონარში.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1038 times by 510 viewers


