რევმატიზმი

რევმატიზმი

რევმატიზმი – ბავშვებში რევმატიზმი ხასიათდება მწვავე, მძიმე, მორეციდივე მიმდინარეობით.
როგორც წესი, ზიანდება გულ – სისხლძარღვთა სისტემა, ამასთან ყოველი შემდგომი შეტევის შემდეგ მისი დაზიანება ძლიერდება. ბავშვებში გულ-სისხლძარღვოვანი დეკომპენსაციის საფუძველს ყოველთვის წარმოადგენს რევმატიული პროცესის აქტივაცია.

საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ბავშვებში რევმატიზმის ,,აბსოლუტური” ნიშნებია – გულის პროგრესირებადი დაზიანება, განსაკუთრებით სახსრების დაზიანებასთან ერთად, ქორეა, ანულარული გამონაყარი და რევმატიული კვანძები.
ლატენტური რევმატიზმის დროს საკმაოდ რთულია დაავადების ვარიანტის გამოცნობა: დიაგნოზს ადასტურებს მხოლოდ გულის მანკის არსებობა.
პირველადად ლატენტურთან ერთად არსებობს ასევე მეორად – ლატენტური რევმოკარდიტი: კლინიკურად გამოხატული აქტიურობის გარეშე მიმდინარე; ეს ფორმა ასევე იწვევს გულის მანკების (ხშირად კომბინირებულის) ფორმირებას  და კარდიოსკლეროზის განვითარებას. მკურნალობა ტარდება სტაციონარში.
პედიატრიული დაავადებები


 

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

რევმატიზმი