სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

პედიატრიული დაავადებები

(Wissler-Fanconi subsepsis).  ეტიოლოგია, პათოგენეზი ცნობილი არ არის. დაავადებას თვლიან რევმატოიდული ართრიტის ერთ-ერთ ფორმად. ხშირად დუნედ მიმდინარე ინფექცია წარმოადგენს მაპროვოცირებელ ფაქტორს. პათოგენეზს, სავარაუდოდ,  საფუძვლად უდევს ავტოიმუნური პათოლოგიური პროცესი, რომელიც იწვევს სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების დაზიანებას.
კლინიკური სურათი. ხშირად ავადდებიან 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები. დაავადება იწყება მწვავედ, მაღალი, ზოგჯერ ჰექტიური ტემპერატურით, რომელიც გრძელდება მრავალი კვირისა და თვის განმავლობაში (38,5 – 390 C), რიგ შემთხვევებში დილის მაქსიმუმითა და დიდი რყევებით დღის განმავლობაში. დამახასიათებელია კანზე პოლიმორფული გამონაყარი (ურტიკარული, ლაქოვან-პაპულოზური, ანულარული, ექსუდაციურ-ჰემორაგიული და სხვ.), რომელიც ლოკალიზებულია კიდურებზე, იშვიათად სახეზე, მკერდზე, მუცელზე. არაიშვიათად აღინიშნება ართრალგია ან სახსრების სხვა დაზიანებები. შესაძლებელია შეტევითი ტკივილი მუცელში, ლიმფური კვანძების, ელენთის, ღვიძლის გადიდება. ხშირად აღინიშნება ნეიროვეგეტატიური დარღვევები: შემცივნება, ტაქიკარდია, ოფლიანობა, ფსიქიკური სფეროს დარღვევები. ტიპიურია ჰემატოლოგიური გადახრები: ლეიკოციტოზი ნეიტროფილოზთან, ფორმულის მარცხნივ გადახრით, ედსის მყარი მომატება 3-6 თვის განმავლობაში. შემდეგში აღინიშნება ტენდენცია ლეიკოპენიისაკენ, ედსი ქვეითდება. დამახასიათებელია ჰიპერპროტეინემია, ჰიპოალბუმინემია, გამა-გლობულინების მომატება, იმუნოგლობულინების М და G დონეთა მომატება, შრატისმიერი კომპლემენტის დაქვეითება.
დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზის მონაცემებსა და კლინიკურ მიმდინარეობას. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება რევმატიზმთან, სისტემურ წითელ მგლურასთან, სისტემურ სკლეროდერმიასთან, ოსტეომიელიტთან, სეფსისთან, მუცლის ტიფთან.
მკურნალობა. ჰოსპიტალიზაცია, წოლითი რეჟიმი, ჩვენების მიხედვით ინიშნება ანტიბიოტიკები;
პროგნოზი სერიოზულია; არაიშვიათად ტრანსფორმირდება იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტში. პროფილაქტიკა: ქრონიკული ინფექციის კერების მკურნალობა, ჰიპომასენსიბილიზირებელი თერაპია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 473 times by 287 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka