კარბუნკული

კარბუნკული

კარბუნკული (carbuncle) – რამდენიმე თმის პარკისა და ირგვლივი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კეფის მიდამო და ზურგი. ფურუნკულის გადასვლას კარბუნკულში ხელს უწყობს ტრავმატიზაცია, შაქრიანი დიაბეტი.

კარბუნკული – სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება მტკივნეული ინფილტრატი კანის მკვეთრი ჰიპერემიით, სადაც განლაგებულია რამდენიმე ფისტულის ხვრელი ჩირქოვანი გამონადენითა და ნეკროზული ფსკერით. ინფილტრატი ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვანია, მკაფიო საზღვრების გარეშე. ტემპერატურა მაღალია, სისხლში აღინიშნება ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით.

კარბუნკული – მკურნალობა ზოგადი გაუტკივარების ქვეშ ტარდება ინფილტრატის ფართო ჯვრისებრი გაკვეთა და ნეკროზული ქსოვილების ამოკვეთა. თუკი, მიუხედავად საკმაო განაკვეთისა, ანთებითი ცვლილებები პროგრესირებს, ნაჩვენებია მასიური ანტიბიოტიკოთერაპია.

კარბუნკული – პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კარბუნკული – რამდენიმე თმის პარკის და მათ ირგვლივი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კეფის მიდამო და ზურგი. ფურუნკულის გადასვლას კარბუნკულში ხელს უწყობს ტრავმატიზაცია, შაქრიანი დიაბეტი.

სიმპტომები, მიმდინარეობა. მტკივნეული ინფილტრატი კანის მკვეთრი ჰიპერემიით, სადაც განლაგებულია რამდენიმე ფისტულის ხვრელი ჩირქოვანი გამონადენითა და ნეკროზული ფსკერით. ინფილტრატი ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვანია, მკაფიო საზღვრების გარეშე. ტემპერატურა მაღალია, სისხლში  –  ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით.

მურნალობა ოპერაციულია. ზოგადი გაუტკივარების ქვეშ ტარდება ინფილტრატის ფართო ჯვრისებრი გაკვეთა, ნეკროზული ქსოვილების ამოკვეთით. თუკი, მიუხედავად საკმაო განაკვეთისა, ანთებითი ცვლილებები პროგრესირებს, ნაჩვენებია მასიური ანტიბიოტიკოთერაპია.

ბმულები: გვერდი ,,თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო”


 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..