საყლაპავის უცხო სხეულები

საყლაპავის უცხო სხეულები
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საყლაპავის უცხო სხეულები შეიძლება იყოს მონეტები, კბილის პროთეზები, ცისტები, ნემსები, ხორცის დიდი ნაჭრები. 2 სმ-ზე დიდი ზომის უცხო სხეულმა შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე დისფაგია (ამასთან დაცობა ხდება ყველაზე შევიწროებულ ადგილზე – საყლაპავის ქვედა სფინქტერის დონეზე).
თუკი უცხო სხეული მთლიანად არ გადაფარავს საყლაპავს, ავადმყოფს უვითარდება დისფაგია, მკვრივი საკვების გასვლისას, რაც დამახასათებელია ასევე საყლაპავის სიმსივნური დაზიანებისათვის.
მახვილბოლოიანი საგნები იწვევენ საყლაპავის კედლის დაზიანებას. კედლის ზედაპირული დაზიანებისას წარმოიქმნება ეზოფაგოსპაზმის კლინიკური სურათი, გამჭოლი დაზიანების დროს – მედიასტინიტი.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზურ მონაცემებს, საყლაპავის რენტგენოლგიურ გამოკვლევას. ზოფჯერ ეფექტურია მცირე ზომის ბამბის გადაყლაპვა, რომელიც დასველებულია ბარიუმში.

მკურნალობა

უცხო სხეულის ამოღება ფიბროეზოფაგოსკოპით,ზოგჯერ მათ იღებენ ზოგადი გაუტკივარების ქვეშ.

პროგნოზი

პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა. საყლაპავის კედლის გამჭოლი დაზიანების დროს პროგნოზი დამოკიდებულია დიაგნოსტიკის ვადებზე და მედიასტინიტის დროულ მკურნალობაზე.

საყლაპავის უცხო სხეულებილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📌 საყლაპავის უცხო სხეულები შეიძლება იყოს:
➡️ მონეტები;
➡️ კბილის პროთეზები;
➡️ ცისტები;
➡️ ნემსები;
➡️ ხორცის დიდი ნაჭრები და სხვა
🔪 მახვილბოლოიანი საგნები იწვევენ საყლაპავის კედლის დაზიანებას. კედლის ზედაპირული დაზიანებისას წარმოიქმნება ეზოფაგოსპაზმის კლინიკური სურათი, გამჭოლი დაზიანების დროს – მედიასტინიტი.
🩻 დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზურ მონაცემებს, საყლაპავის რენტგენოლგიურ გამოკვლევას
🧪 ზოგჯერ ეფექტურია მცირე ზომის ბამბის გადაყლაპვა, რომელიც დასველებულია ბარიუმში
🔗 საყლაპავის კედლის გამჭოლი დაზიანების დროს პროგნოზი დამოკიდებულია დიაგნოსტიკის ვადებზე და მედიასტინიტის დროულ მკურნალობაზე
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3OLMGwC
#უცხოსხეული #უცხოსხეულისაყლაპავში #დისფაგია #გადაყლაპულინივთები #მონეტისგადაყლაპვა #ფულისგადაყლაპვა #ნემსისგადაყლაპვა #კბილისპროთეზები #მახვილბოლოიანისაგნებისგადაყლაპვა #საყლაპავისუცხოსხეული #საყლაპავისდაზიანება #საყლაპავისკედლისდაზიანება #ბარიუმისფაფა #მედიასტინიტი #ეზოფაგოსპაზმი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები