ლალი დათეშიძე
კანისა და ვენერიული დაავადებები
სტივენს – ჯონსონის სინდრომი (Stevens-Johnson syndrome) – მწვავე ტოქსიკურ – ალერგიული დაავადება; ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე გენერალიზებული გამონაყრით; წარმოადგენს ექსუდაციური ერითემის ავთვისებიან ვარიანტს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. უეცრად მატულობს სხეულის ტემპერატურა, აღინიშნება სისუსტე, თავის ტკივილი. კანზე სიმეტრიულად წარმოიქმნება
მკვეთრად შემოფარგლული მსხვილი მოვარდისფერო ან წითელი ფერის ლაქები, იშვიათად შეშუპებული პაპულები, ხშირად პერიფერიული ციანოზით, ზოგიერთების ცენტრში ფორმირდება ბუშტუკი. პირის ღრუს, ცხვირის, თვალების, ხორხის, სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე, უკანა ტანის მიდამოში წარმოიქნება ბუშტუკები, რომლებიც 2 – 4 დღეში იხსნებიან და წარმოქმნიან სისხლმდენ ეროზიას. ტუჩები შეშუპებულია, დაფარულია სისხლიანი ქერქებით. პროცესი ზოგჯერ რთულდება ჰემორაგიული გამონაყრით, ცხვირიდან სისხლდენით,
ჩირქოვანი კონიუნქტივიტით, რქოვანას დაწყლულებით. განვითარებული ტოქსიკოზი შესაძლებელია მიზეზი გახდეს გულ – სისხლძარღვთა და ფილტვის უკმარისობისა, ნეფრიტის და სხვ.
დიაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ დასაწყისს, მძიმე ზოგად მდგომარეობას, კანზე თუნდაც ერთეული გამონაყრის არსებობას, რომელიც ტიპიურია
ექსუდაციური ერითემისა; ნაცხებში აკანთოლიზური უჯრედების ანაბეჭდების არარსებობას, ნიკოლსკის უარყოფით სიმპტომს.
პროგნოზი კარგია, დაავადება გრძელდება 2 – 3 თვე, რეციდივები არ აღინიშნება.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1393 times by 835 viewers


