ლალი დათეშიძე
წარმოადგენს ხორხის ანთებითი ან არაანთებითი დაზიანების ერთ – ერთი გამოვლინებას და ლოკალიზდება ხორხის ფაშარი ლორწქვეშა ქსოვილის არეში (ნაოჭქვეშა სივრცე, ვესტიბულური ნაოჭები, ციცხვ-ხორხსარქველის ნაოჭები, ხორხსარქველის ზედაპირი ენის მხრიდან). შესაძლოა იყოს შემოსაზღვრული ან დიფუზური.
მიზეზები: ხახის ან ხორხის ლორწოვანი გარსის ტრავმა (მექანიკური, თერმული, ქიმიური), ალერგია, მწვავე ინფექციური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების დაავადებები, კოლატერალური შეშუპება კისრის ლიმფურ კვანძებში, ფარისებრ ჯირკვალში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების დროს, ასევე ხორხში ანთებითი ცვლილებების დროს (პერიტონზილური, პარაფარინგული აბსცესი და სხვ.); კისრის ფლეგმონა მწვავე, განსაკუთრებით ფლეგმონური ლარინგიტის დროს, ხორხის ახალწარონამქმნები.
სიმპტომები, მიმდინარეობა დამოკიდებულია შეშუპების ლოკალიზაციაზე და გამოხატულებაზე. ვლინდება უსიამოვნო შეგრძნებით, ზომიერი ტკივილით ყელში ყლაპვის დროს; ზოგჯერ სუნთქვა ძნელდება. რასაც თან ახლავს ხორხის სანათურის მნიშვნელოვანი სტენოზი. ლარინგოსკოპიით ჩანს შემოფარგლული ან დიფუზური, დაჭიმული, ღია ვარდისფერი სიმსივნური წარმონაქმნი.
მკურნალობა. საჭიროა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან უმნიშვნელო შეშუპებამაც კი შესაძლებელია ძალიან სწრაფად გამოიწვიოს ხორხის გამოხატული სტენოზი. შეძლებისდაგვარად საჭიროა შეშუპების მიზეზის მოხსნა. მედიკამენტოზური თერაპიის არაეფექტურობის და ხორხის მზარდი სტენოზის დროს ნაჩვენებია ტრაქეოსტომია (ან ინტუბაცია)
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 508 times by 310 viewers



