ოტოსკლეროზი

ოტოსკლეროზი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ოტოსკლეროზი (otosclerosis) – ლაბირინთის ძვლოვანი კაფსულის უცნობი ეტიოლოგიის კეროვანი დაზიანება. სმენის პროგრესირებადი დაზიანება წარმოადგენს ოტოსკლეროზული კერით უზანგის ფეხქვეშა ფირფიტის ოვალურ სარკმელში ფიქსაციის შედეგს. ზოგჯერ ძვლის პათოლოგიური ზრდა ვრცელდება ლოკოკინას არხზე. დაავადება წარმოიქმნება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ან მის შედგომ უახლოეს წლებში. ზოგჯერ გვხვდება ბავშვთა ასაკში (8 – 10 წლის ასაკი). ქალები ავადდებიან შედარებით უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები.

ოტოსკლეროზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. პროგრესირებადი სიყრუე (ჩვეულებრივ ორივე ყურის), რომელიც ხშირად ვითარდება ხილული მიზეზის გარეშე, ხმაური ყურებში. ძალიან ხშირად ყურებში ხმაური წარმოადგენს ავადმყოფთა ძირითად ჩივილს, ამასთან ხმაურიან გარემოში ავადმყოფს უკეთ ესმის; დაავადება, როგორც წესი, ვითარდება ნელა. ორსულობა და მშობიარობა აჩქარებენ პროცესის მიმდინარეობას. ოტოსკოპიით ჩანს შეუცვლელი დაფის აპკი. დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზის, კლინიკური და აუდიომეტრული მონაცემების საფუძველზე. ოტოსკლეროზის ტიპიური ტიმპანური ფორმის დროს აღინიშნება სიყრუე ხმის გამტარი სისტემის ფუნქციის დარღვევის ტიპით. კოქლეარული ფორმა ხასიათდება პროცესში ბგერის აღმქმელი სისტემის ჩართვით. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ჩატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი კოქლეარულ ნევრიტთან. მკურნალობა ქირურგიულია (სტაპედოპლასტიკა).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები