ლალი დათეშიძე
სისხლჩაქცევა ყურის ნიჟარის გარეთა ზედაპირის მიდამოში (მის ზედა მესამედში) ხრტილსა და ხრტილსაზრდელას შორის, ზოგჯერ კი კანსა და ხრტილს შორის.
მიზეზები: ყურის ნიჟარის ტრავმა (მოჭიდავეებში, მოკრივეებში); ხანში შესულ და დასუსტებულ ავადმყოფებში შესაძლოა განვითარდებ სპონტანურად ან მაგარ ბალიშზე ხანგრძლივი ზეწოლისას.
სიმპტომები. ვლინდება მოლურჯო-რუხი ფერის, ნახევარსფეროსებრი გლუვი შეშუპება; პალპაციით უმტკივნეულოა და აღინიშნება ფლუქტუაცია.
მკურნალობა. მსუბუქ შემთხვევებში შესაძლებელია დამწოლი ნახვევის დადება. დიდი ზომის ჰემატომების დროს აუცილებელია პუნქცია შემცველობის ამოქაჩვით და დამწოლი ნახვევის დადება.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 711 times by 374 viewers


